











Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი ტონერ-ესენცია - 100მლ
- ყველა ტიპის კანისთვის
- მყისიერად ატენიანებს კანს, იცავს, ამშვიდებს და ანიჭებს ბზინვარებას
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub მკვებავი და დამატენიანებელი ტონერ-ესენცია, ყველა ტიპის კანისთვის, ჰიალურონის მჟავისა და ალოე ვერას დახმარებით ინტენსიურად ატენიანებს კანს, ხსნის გაღიზიანებას, ამშვიდებს და სძენს ჯანსაღ იერს. ატმისა და ქოქოსის ექსტრაქტი ანიჭებს აბრეშუმისებრ ბზინვარებას და იცავს კანის ბარიერს.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- ატმის ექსტრაქტი
- ქოქოსის ექსტრაქტი
- ჰიალურონის მჟავა.
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, ალოე ბარბადენსის ფოთლების წვენი, გლიცერინი, პროპილენ გლიკოლი, ნატრიუმის ასკორბილ ფოსფატი, ფენოქსიეთანოლი, თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, PPG-26-ბუთენ-26, PEG-40, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, ბუტილენ გლიკოლი, პარფიუმი, ნატრიუმის გლუკონატი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, სორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, ბენზილის სპირტი, ბენზილ ბენზოატი, გერანიოლი, ლინალოოლი.
გამოყენება:
ბამბის დისკი მოათავსეთ დისპენსერზე. კარგად გაჟღენთილი დისკი გადაიტარეთ სახესა და ყელზე. პროდუქტი დაიტანეთ სუფთა კანზე, შრატის გამოყენების წინ.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.