![Terranova - Green Child საბავშვო ვიტამინი D3 400სე კაფს. N50](http://graviton.ge/cdn/shop/files/4255-UK-greenchild-VITAMIND3400iu50-wiz.png?v=1735301680&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/4255-UK-greenchild-VITAMIND3400iu50-wiz.png?crop=center&height=10&v=1735301680&width=10)
Terranova - Green Child საბავშვო ვიტამინი D3 400სე კაფს. N50
COMING SOON
- გამოიყენება 4-12 წლამდე ბავშვებში, უზრუნველყოფს D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე/ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 2 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - Green Child საბავშვო ვიტამინი D3 წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც გამოიყენება 4-12 წლამდე ბავშვებში, D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს D3 ვიტამინს და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ნივთიერებების ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ეს უნიკალური ფორმულა აღადგენს ორგანიზმში D ვიტამინის ნორმალურ დონეს, აუმჯობესებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების განვითარებას. იგი მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლაში. გამოიყენება რაქიტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიის დროს.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
ვიტამინი D3 (მიღებულია ლიქენიდან) - 400სე
Magnifood - ის კომპლექსი - 325მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 100მგ
ქინძი (Coriandrum sativum) - 50მგ
გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 50მგ
სპირულინა (Spirulina platensis) - 25მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- D ვიტამინის დეფიციტი 4-12 წლამდე ბავშვებისთვის
- რაქიტი
- ოსტეომალაცია
გამოყენება:
- 4-12 წლამდე ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
- ბავშვებს, რომელთაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე (წვენი, სმუზი, იოგურტი).
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 2 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.