Terranova - სრული სპექტრის მულტივიტამინების კომპლექსი კაფს. N100

135.00 GEL

COMING SOON

  • ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებული კომპლექსი ამარაგებს ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Terranova - სრული სპექტრის მულტივიტამინების კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ აუცილებელ საკვებ დანამატს, რომელიც აერთიანებს 29 სახეობის ვიტამინსა და მინერალს. ფორმულა აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას და უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას და ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკს.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს, კაროტინოიდებს, A, E, D, K2 ვიტამინებს, ალფა ლიპოის მჟავას, არაბინოგალაქტანსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური შემადგენლობის დახმარებით კომპლექსი ორგანიზმს უზრუნველყოფს ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ენერგიის, იმუნიტეტის და ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ხელს უწყობს ენერგიის დონის გაუმჯობესებას, კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობას, მეტაბოლიზმის რეგულაციას და იმუნური სისტემის გაძლიერებას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:

ვიტამინი C (კალციუმის, მაგნიუმის & თუთიის ასკორბატი)- 75მგ
ვიტამინი E (დ-ალფა ტოკოფერილ სუქცინატი) - 100სე
კალციუმი (ციტრატი, კარბონატი & ასკორბატი) - 30მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 25მგ
პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) - 25მგ
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 20მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 20მგ
ნიაცინი (ნიაცინამიდი) - 20მგ
ციტრუსის ბიოფლავონოიდები - 20მგ
მაგნეზიუმი (ციტრატი, ოქსიდი & ასკორბატი) - 15მგ
ინოზიტოლი - 15მგ
ქოლინის ბიტარტრატი - 15მგ
თუთია (კარბონატი) - 10მგ
არაბინოგალაქტანი (ლარიქსის ხე) - 5,5მგ
ბუნებრივი ბეტა კაროტინი/შერეული კაროტინოიდები - 4.5მგ
ალფა ლიპოის მჟავა - 2მგ
მანგანუმი (ბისგლიცინატის ქელატი) - 1,5მგ
რკინა (ბისგლიცინატის ქელატი) - 1.5მგ
სპილენძი (გლუკონატი) - 1,25მგ
ბორი (ნატრიუმის ბორატი)- 1მგ
ვიტამინი A (რეტინილის პალმიტატი) - 2500სე
ფოლატი (კალციუმის L-მეთილფოლატი) - 200მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) - 150მკგ
ბიოტინი (d-ბიოტინი) - 100მკგ
ქრომი (პიკოლინატი) - 50მკგ
ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) - 50მკგ
სელენი (სელენომეთიონინი) - 50მკგ
ვიტამინი K2 - 10მკგ
ვიტამინი D3 (ვეგანური ქოლეკალციფეროლი - მიღებული ლიქენიდან) - 200სე
Magnifood-ის კომპლექსი – 450მგ
სპირულინა (Spirulina platensis) - 200მგ
ქერის ღივი (Hordeum vulgare) - 100მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 50მგ
ქაცვის ნაყოფი (Hippophae rhamnoides) - 50მგ
მაყვალი (Rubus fruticosus) - 25მგ
წყლის წიწმატის ფოთოლი (Nasturtium officinale) - 25მგ

  • დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი

ჩვენება:

  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • ჰიპო და ავიტამინოზი
  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • არასრულფასოვანი კვება

გამოყენება:

ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

გვერდითი ეფექტები:

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უსაფრთხოება:

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  • შეიცავს ქერის ღივს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.