Humble - Natural კბილის პასტის ტაბლეტები ფტორის გარეშე N60

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

19.90 GEL
  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან შექმნილი კბილის პასტის ტაბლეტები
  • ასუფთავებს პირის ღრუს და იცავს კბილებს ნადებისგან
  • არ შეიცავს ნატრიუმის ლაურილ სულფატს(SLS) და პარაბენებს
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )

ძირითადი ინფორმაცია:

Humble Natural კბილის პასტის ტაბლეტები ასუფთავებს პირის ღრუს და იცავს კბილებს ნადებისგან, ხოლო პიტნის ძლიერი არომატი უზრუნველყოფს სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში. რაც მთავარია, ტაბლეტები მოსახერხებელია ყველა სიტუაციისთვის, მათ შორის, მგზავრობის დროს. 

შემადგენლობა:

  • მთავარი ინგრედიენტები: კალციუმის კარბონატი
  • დამხმარე ინგრედიენტები: სორბიტოლი, კაოლინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ჰიდრატირებული სილიციუმი, ნატრიუმის ლაუროილი, სარკოზინატი, მალტოდექსტრინი, საფუარი, მაგნიუმის სტეარატი, მინდვრის პიტნის ზეთი, მენთოლი, სტევია, პიტნის ზეთი.

გამოყენება:

კარგად დაღეჭეთ ტაბლეტი (არ გადაყლაპოთ), დაასველეთ კბილის ჯაგრისი და  გამოიხეხეთ.

უსაფრთხოება:

არ არის რეკომენდებული სამ წლამდე ბავშვებისთვის.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

პროდუქტი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.  გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.