Singular Care - მეტალის კბილის ჯაგრისი

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

99.00 GEL
  • სამედიცინო ხარისხის უჟანგავი ფოლადის კბილის ჯაგრისი
  • არატოქსიკური, ანტიბაქტერიული ელასტომერის თავაკი
  • ჯაგრისი შექმნილია უვადო გამოყენებისთვის
  • 12 წლამდე ბავშვებისთვის ჯაგრისის გამოყენება არ არის რეკომენდებული
  • 80%-ით ამცირებს პლასტმასას ნარჩენებს
  • აღიარებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ

ზოგადი მიმოხილვა:

Singular.Care - მეტალის კბილის ჯაგრისი დამზადებულია გამძლე, სამედიცინო ხარისხის უჟანგავი ფოლადით, რომელიც შექმნილია უვადო გამოყენებისთვის.

მეტალის სახელურს თან ახლავს არატოქსიკური, ანტიბაქტერიული ელასტომერისგან დამზადებული შესაცვლელი თავაკები. მტკიცე, მაგრამ არა ზედმეტი სიხისტით შემუშავებული თავაკები უზრუნველყოფს უმაღლესი დონის წმენდას და ამავე დროს სირბილის შეგრძნებას ღრძილებზე.

ამ კომპონენტების ერთიანობა ქმნის ახალ სტანდარტს პირის ღრუს მოვლის ტექნოლოგიაში.

შემადგენლობა:

  • კბილის ჯაგრისის სახელური: უჟანგავი ფოლადი
  • კბილის ჯაგრისის თავი: ანტიბაქტერიული ელასტომერი

გამოყენება:

კბილის ჯაგრისის გამოყენებამდე, კარგად შეამოწმეთ კბილის ჯაგრისის თავაკი. დარწმუნდით, რომ მჭიდროდ არის დამაგრებული და არ იმოძრავებს კბილების გახეხვის დროს.

თუ კბილების გახეხვისას შეამჩნევთ, რომ თავაკი მოძრაობს, სასურველია შეწყვიტოთ გამოყენება და მეტალის სახელურს დაუყოვნებლივ მოარგოთ ახალი თავაკი. თავაკის ადვილად მოსახსნელად ჯაგრისი მოათავსეთ ცხელ წყალში 5-10 წამის განმავლობაში და ფრთხილად მოაშორეთ მეტალის სახელურს.

კბილების გამოხეხვა უნდა დაიწყოთ წრიული მოძრაობით ღრძილებიდან კბილის მიმართულებით, კბილების თანმიმდევრობის დაცვით. კბილის ჯაგრისი უნდა გეჭიროთ ღრძილებისა და კბილების ზედაპირის პარალელურად დახრილ მდგომარეობაში. გაიხეხეთ 2 წუთის განმავლობაში.

კბილების გამოხეხვის შემდგომ თავაკი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით რამდენიმე წამის განმავლობაში, რათა შეინარჩუნოთ სისუფთავე.

არ გამოიყენოთ დაზიანებული თავაკი.

უსაფრთხოება:

12 წლამდე ბავშვებისთვის ჯაგრისის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.