

Dr.Barman's - SuperBrush 3 - მწვანე - კბილის სამთავიანი ჯაგრისი - 12 წლიდან
- სპეციალურად შექმნილია უფროსებისთვის, 12 წლიდან
- სამთავიანი ჯაგრისი ერთდროულად ასუფთავებს კბილის სამივე ზედაპირს
- აღწევს ღრძილის ხაზს 45 გრადუსით დახრისას
- ეფექტურად აშორებს ნადებს
- რბილი ჯაგრულა ნაზად წმენდს კბილის მინანქარს და ღრძილის ხაზს
ზოგადი მიმოხილვა:
Dr.Barman’s Superbrush კბილის სამთავიანი ჯაგრისი რბილი, მომრგვალებული ფილამენტების (თხელი, ძაფისმაგვარი საგანი) დახმარებით ეკვრის კბილებს ყველა მხრიდან და უზრუნველყოფს კბილის მაქსიმალურ სისუფთავეს. გარდა კბილის მინანქრისა, ჯაგრულა აღწევს ღრძილის ხაზს 45 გრადუსით დახრისას და აშორებს ნადებს კბილსა და ღრძილს შორის.
კბილის ჯაგრისის მსუბუქი სახელურის დახმარებით კბილების გამოხეხვა ბევრად მარტივია, ხოლო უნიკალური ტექნოლოგიით შემუშავებული ჯაგრულას გამოყენება ბევრად აჩქარებს ამ პროცესს.
Dr.Barman’s Superbrush კბილის ჯაგრისები რეკომენდებულია წამყვანი სტომატოლოგების მიერ, როგორც საუკეთესო ალტერნატივა კბილების სისუფთავისა და ჯანსაღი ღრძილების შესანარჩუნებლად.
შემადგენლობა:
- კბილის ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი
- კბილის ჯაგრისის სახელური: პლასტმასა (არ შეიცავს BPA-ს)
გამოყენება:
საუკეთესო შედეგის მისაღებად, კბილის ჯაგრისი მოათავსეთ კბილზე 45 გრადუსიანი კუთხით, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ხანმოკლე, ნაზი და ჰორიზონტალური მოქმედებით ამოძრავეთ ჯაგრისი კბილიდან კბილზე, რათა ჯაგრულებმა მიაღწიონ კბილის შიდა და გარე მხარეს არსებულ ღრძილის ხაზს და შეუნარჩუნონ კბილებს სისუფთავე, ხოლო ღრძილებს ჯანმრთელობა. გაიხეხეთ 2 წუთის განმავლობაში.
შენახვის პირობები:
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.