

Terranova - B კომპლექსი C ვიტამინით კაფს. N50
COMING SOON
- ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესისადმი, ამაღლებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულად მუშაობას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყვითელი/ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - B კომპლექსი C ვიტამინით წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ენერგიით, ეხმარება სტრესთან და შფოთვასთან ბრძოლაში, მონაწილეობს მეტაბოლიზმში და გამოირჩევა მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებებით. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს სრული სპექტრის B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს, კალციუმსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ეს უნიკალური ფორმულა მნიშვნელოვნად ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ფიზიკური, ემოციური და მენტალური სტრესისადმი, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულად მუშაობას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ ჯანსაღ საკვებ დანამატს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
C ვიტამინი (კალციუმის & მაგნიუმის ასკორბატი) - 250მგ
მაგნიუმი (ოქსიდი, ციტრატი & ასკორბატი) - 50მგ
პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) - 30მგ
ინოზიტოლის ნიაცინი (ნიაცინამიდი) - 30მგ
კალციუმი (კარბონატი, ციტრატი & ასკორბატი) - 25მგ
B1 ვიტამინი (თიამინის მონონიტრატი) - 20მგ
B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) - 20მგ
B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 20მგ
ქოლინის ბიტარტრატი (VitaCholine™) - 15მგ
ფოლის მჟავა (კალციუმის L-მეთილფოლატი) - 200მკგ
B12 ვიტამინი (მეთილკობალამინი) - 50მკგ
ბიოტინი (d-ბიოტინი) - 50მკგ
Magnifood-ის კომპლექსი – 540მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 250მგ
ვარდისფერი როდიოლას ფესვი (Rhodiola rosea) - 50მგ
ციმბირული ჟენშენის ფესვი (Eleutherococcus senticosus) - 50მგ
აშვაგანდას ფესვი (Withania somnifera) - 50მგ
შვრიის თესლი (Avena sativa) - 25მგ
იონჯას ყვავილი & ფოთოლი (Medicago sativa) - 25მგ
ოხრახუშის ფოთოლი (Petroselinum crispum) - 25მგ
ბაბუაწვერას ფოთოლი (Taraxacum officinale) - 25მგ
ჭარხალი (Beta vulgaris) - 20მგ
გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 20მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა
- დაღლილობა
- შფოთვა
- სტრესი
- ჰომოცისტეინის დონის მომატება
- კოგნიტური ფუნქციის დარღვევა
- ნერვული სისტემის მუშაობის დაქვეითება
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
- შეიცავს შვრიის თესლს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
- ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართეთ ექიმს
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.