Callusan - C+ ხელის დამატენიანებელი კრემ-მუსი 75მლ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

28.00 GEL
  • დამატენიანებელი კრემ-მუსი მშრალი კანისთვის
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • დამზადებულია გერმანიაში
 

ზოგადი მიმოხილვა:

კალუსანის C+ ხელის დამატენიანებელი კრემ-მუსი ეფექტურად ატენიანებს და კვებავს მშრალ და მგრძნობიარე კანს მასში შემავალი შიის კარაქისა და ალოე ვერას დახმარებით. მუსი გაუხეშებულ ხელებს ანიჭებს სასიამოვნო, ხავერდოვან ეფექტს და ხანგრძლივად უნარჩნებს ტენს კანის ღრმა ფენებს. 

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია. კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

შემადგენლობა:

  • მთავარი ინგრედიენტები: კოკამიდოპროპილ ბეტაინი, შიის კარაქი, პარფიუმი, ბარამბოს ექსტრაქტი, ალოეს წვენის ფხვნილი, ალანტოინი, ლიმონენი, ლინალოლი.
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ბუტანი, პროპანი, ცეტერილის სპირტი, იზოპროპილ მირისტატი, ფენოქსიეთანოლი, ლაურილ გლუკოზიდი, პოლიგლიცერილ-2 დიპოლიჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის ქლორიდი, იზობუტანი, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონის მჟავა, ჰექსილ ცინამალი, რძემჟავა, კალიუმის სორბატი, კალიუმის ქლორატი, ტოკოფეროლი. 

გამოყენება:

  • მუსის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიეთ წინ.
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღოთ მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი.
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე ყოველი ხელის დაბანის შემდგომ.
  • სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერჯერადად გამოყენება.
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება.

უსაფრთხოება:

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს  30°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.