Haakaa - ნაკრები დედებისთვის - White Stopper

142.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - ნაკრები დედებისთვის მოიცავს ყველა იმ აუცილებელ პროდუქტს, რომლის დახმარებითაც რძის შეგროვება მაქსიმალურად კომფორტული და ეფექტურია
  • რძის ბუნებრივი საწველი ხელს უწყობს რძის მარტივ, უმტკივნეულო და სრულფასოვან გამოდინებას
  • საფენის რბილი ზედაპირი ეფექტურად შთანთქავს უნებლიედ გამოყოფილ რძეს, უზრუნველყოფს სისუფთავეს და იცავს ტანსაცმელს ლაქებისგან
  • რძის ბუნებრივი საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას, თავსახური კი იცავს პროდუქტს დაბინძურებისგან
  • 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - ნაკრები დედებისთვის - White Stopper - სპეციალურად შექმნილია ქალბატონებისთვის, რომელთაც სურთ ლაქტაციის დროს შეინარჩუნონ სისუფთავე და ამავდროულად, რძის შეგროვების პროცესი გახადონ მეტად კომფორტული და ეფექტური.

  • Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი 150მლ

უზრუნველყოფს რძის მარტივად, კომფორტულად და უმტკივნეულოდ გამოწველას. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. რძის ბუნებრივი საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას, პორტატიული დიზაინი კი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას. მსუბუქი და მოსახერხებელი ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.

  • Haakaa - რძის ბუნებრივი საწველის ყვავილის ფორმის საცობი

იდეალურად ერგება რძის ბუნებრივ საწველს და იცავს რძის მოულოდნელი დაღვრისგან.

  • Haakaa - რძის ბუნებრივი საწველის თავსახური

იცავს რძეს მტვრის ნაწილაკებით დაბინძურებისგან. უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული ჰერმეტული თავსახური საუკეთესო გამოსავალია ახლად გამოწველილი რძის უსაფრთხოდ და ჰიგიენურად შესანახად.

  • Haakaa - ერთჯერადი მკერდის საფენები (პეპელას ფორმის)

სპეციალურად დამზადებულია, რძის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ულტრა შთამნთქმელი შრე ეფექტურად იწოვს რძეს, რაც უზრუნველყოფს სიმშრალეს და იცავს ტანსაცმელს ზედმეტი ლაქებისგან. 100% ნატურალური, ერთჯერადი საფენები, უნიკალური ფორმის დახმარებით, შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. შეფუთვაში მოთავსებულია 36 საფენი.

შემადგენლობა:

საკვები ხარისხის სილიკონი

გამოყენება და მოვლა:

აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია მხოლოდ ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა ნაზი ჯაგრისის ან ღრუბლის დახმარებით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორები ან სარეცხი საშუალებები და ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.

  • მოათავსეთ საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირეთ ხელი და დააფიქსირეთ.
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.
  • თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებითი მოჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას, რომ არ გადაივსოს.
  • როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირეთ ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორეთ მკერდს, სადგამის დახმარებით შეგიძლიათ მყარად და უსაფრთხოდ დაამაგროთ ბრტყელ ზედაპირზე ან გადაიტანოთ რძე მინის ბოთლში.

რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცეთ საწველის თავი მის ყელამდე, მოითავსეთ მკერდზე და დააბრუნეთ თავი საწყის მდგომარეობაში, საწველზე ხელის მოჭერით გამოწველეთ რძე.

უსაფრთხოება:

  • არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
  • საწველი არ არის განკუთვნილი რძის გრძელვადიანი შენახვისთვის.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.