





Haakaa - Gen. 1 & Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი - ნაკრები
COMING SOON
- Haakaa - Gen. 1 & Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი - ნაკრები უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას
- Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი ასრულებს, როგორც რძის გამოსაწველის ასევე, მკერდის საფენის ფუნქციას
- მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით სტერილიზაცია მარტივია
- პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
- 100% სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Gen. 1 & Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი - ნაკრები, სპეციალურად შექმნილია რძის მარტივად და უმტკივნეულოდ გამოწველისთვის. მსუბუქი, კომპაქტური და პორტატული დიზაინი კომფორტულს ხდის მათ გამოყენებას მოგზაურობისას.
Haakaa - Generation 1 რძის ბუნებრივი საწველი 100მლ - იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას და არ იგრძნობა გამოყენებისას.
Haakaa - Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი ორმაგი მოქმედების წყალობით შეუძლია, როგორც რძის გამოწველა, ასევე კოლექტორის ფუნქციის შეთავსება. მოხერხებული ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.
შემადგენლობა:
- Generation 1 რძის ბუნებრივი საწველი - საკვები ხარისხის სილიკონი
- Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტების გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა, სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით, 2-3 წუთის განმავლობაში. სტერილიზაციის დროს დარწმუნდით, რომ Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველის სარქველი ღიაა, რადგან არ დეფორმირდეს სილიკონი. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
Generation 1 რძის ბუნებრივი საწველის გამოყენება:
- მოათავსეთ საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირეთ ხელი ძირზე და დააფიქსირეთ.
- თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.
- თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებით მოჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს.
- როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირეთ ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორეთ მკერდს, ხოლო რძე გადაიტანეთ მინის ბოთლში.
რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცეთ საწველის თავი მის ყელამდე, მოითავსეთ მკერდზე და დააბრუნეთ თავი საწყის მდგომარეობაში, საწველზე ხელის მოჭერით გამოწველეთ რძე.
Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველის გამოყენება:
- გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ სარქველი მჭიდროდ არის მორგებული, რათა თავიდან აირიდოთ რძის გადმოღვრა. მოათავსეთ საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად დააჭირეთ თითი ნიჟარას და დააფიქსირეთ მკერდზე.
- თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, სარქვლის მოხსნით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.
- თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ნიჟარაზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას ნიჟარაში, რომ არ გადაივსოს.
- როდესაც დაასრულებთ, მოხსენით სარქველი და გამოათავისუფლეთ წნევა. თითების დახმარებით ფრთხილად მოაშორეთ მკერდს და გადმოატრიალეთ ნიჟარა ისე, რომ რძე არ დაიღვაროს.
- რძის კონტეინერში მოთავსებისთვის მოხსენით სარქველი და ფრთხილად გამოღვარეთ.
კოლექტორი:
საწველის კოლექტორად გამოყენების შემთხვევაში, ნიჟარა მოათავსეთ მკერდზე წნევის გარეშე და დააფიქსირეთ ბიუსტჰალტერით.
გაფრთხილება!!!
- არ გამოიყენოთ საწველი ვარჯიშის დროს, არ გადაიხაროთ ძლიერად ან არ დააწვეთ სარქვლის დახშობის გარეშე, რადგან შესაძლებელია რძე გადმოიღვაროს.
- დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული ან ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებული რძის მირთმევა თქვენი პატარებისთვის არ არის რეკომენდებული.
უსაფრთხოება:
- არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
- გამოყენებამდე დარწმუნდით რომ Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველის სარქველის მთლიანობა არ არის დარღვეული და სრულად გამტარია.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.