













Glow Hub - C ვიტამინის დასაბანი გელი - 120მლ
- ყველა ტიპის კანისთვის.
- ებრძვის ასაკობრივ, პიგმენტურ და პოსტაკნე ლაქებს. აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს. მარტივად და ეფექტურად უმკლავდება ყოველდღიურ ჭუჭყს. აუმჯობესებს კანის ტექსტურას და აშორებს მკვდარ უჯრედებს
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub დასაბანი გელი, C ვიტამინითა და ტრანექსამინის მჟავით, ებრძვის ასაკობრივ, პიგმენტურ და პოსტაკნე ლაქებს. ამცირებს ფორების ხილვადობას, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს. კრემისებური ტექსტურის წყალობით მარტივად და ეფექტურად უმკლავდება ყოველდღიურ ჭუჭყს, ხოლო მსუბუქი ამქერცლავი ინგრედიენტების დახმარებით აახლებს კანის ტექსტურას და აშორებს მკვდარ უჯრედებს.
გლიცერინი და ფორთოხლის წვენი ბუნებრივად ამშვიდებს, ატენიანებს და ანიჭებს აბრეშუმისებრ ბზინვარებას კანს გამოშრობის გარეშე. სასიამოვნო და მდგრადი სურნელი კი მეტად კომფორტულს ხდის პროდუქტის გამოყენებას.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- C ვიტამინი
- ტრანექსამინის მჟავა
- PHA
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, ატმის თესლის ზეთი, ნატრიუმის კოკოამფოაცეტატი, ცეტილის სპირტი, ფორთოხლის ზეთის წყალი, გლიცერინი, პროპილენ გლიკოლი, პოლიაკრილატი კროსპოლიმერ-6, გლუკონოლაქტონი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის ზეთი, ფენოქსიეთანოლი, გლიცერილის სტეარატი, PEG-100 სტეარატი, ნატრიუმის ქლორიდი, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის გლუკონატი, ციტრალი, ლიმონენი, ლინალოოლი, CI 15985 (ყვითელი 6 ), CI 19140 (ყვითელი 5 ), CI 16035 (წითელი 40)
გამოყენება:
გამოიყენეთ დილით და საღამოს. ნაზად გადაინაწილეთ სველ კანზე წრიული მოძრაობებით და 1-2 წუთი დაიმასაჟეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.