Glow Hub - The Glow Giver სახის შრატი - 30მლ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

60.00 GEL
  • ყველა ტიპის კანისთვის
  • აახლებს უჯრედებს, ათანაბრებს კანის ტონს, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, ატენიანებს, ამკვრივებს და ანიჭებს ბრწყინვალებას.
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Glow Hub - The Glow Giver სახის შრატი უსიცოცხლო, მოდუნებული კანის საუკეთესო აღმდგენი, გამაჯანსაღებელი ფორმულით, მარტივად და სწრაფად უბრუნებს სახეს გლუვ, მკვრივ და ახალგაზრდულ იერს. გლიკოლის მჟავა აახლებს კანის უჯრედებს, ათანაბრებს კანის ფერს და ანიჭებს საუცხოო ბზინვარებას. აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას, ებრძვის პიგმენტურ და მზისგან გამოწვეულ ლაქებს. რძემჟავა სიღრმისეულად ატენიანებს, ანიჭებს გლუვ ეფექტს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას.  

 

შემადგენლობა:

მთავარი ინგრედიენტები:

  • გლიკოლის მჟავა
  • რძემჟავა
  • ალოე ვერა

დამხმარე ინგრედიენტები:

პროპილენ გლიკოლი, პოლიაკრილატი კროსპოლიმერი-6, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი, ალანტოინი, ტოკოფერილის აცეტატი, ნატრიუმის ბენზოატი, ჰიდროქსიეთილის აკრილატი/ნატრიუმის აკრილოიდდიმეთილ ტაურატი კოპოლიმერი, კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის გლუკონატი.

გამოყენება:

შრატის გამოყენება რეკომენდებულია  ღამის რუტინაში, კვირაში 2-3 ჯერ. პროდუქტის 3-4 წვეთი დაიტანეთ სუფთა კანზე და მსუბუქი მოძრაობებით დაიმასაჟეთ, მოარიდეთ თვალისა და პირის ღრუს მიდამოებს.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.  პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.