Glow Hub - Glow Giver ამქერცლავი სახის ნიღაბი 100მლ

60.00 GEL
  • ყველა ტიპის კანისთვის
  • აახლებს უჯრედებს, ათანაბრებს კანის ტონს, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, ატენიანებს, ამკვრივებს და ანიჭებს ბრწყინვალებას.
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Glow Hub – Glow Giver ამქერცლავი ნიღაბი ქიმიური ექსფოლიანტების დახმარებით ათანაბრებს კანის რელიეფს, ასუფთავებს ფორებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ანიჭებს მას სიგლუვეს.
ფორმულა აერთიანებს ძლიერი ამქერცლავი საშუალებების სამ ჯგუფს. ერთერთია, გლიკოლის მჟავა, რომელიც გამოირჩევა ამქერცლავი და დამატენიანებელი თვისებებით. ის ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას და კანის ტექსტურის გაუმჯობესებას. რძემჟავა უფრო ნაზი ამქერცლავი საშუალებაა, რომელიც ატენიანებს კანს, ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას და დაბერების ნიშნების. ასევე, შეიცავს სალიცილის მჟავას (BHA), რომელიც ღრმად აღწევს კანის ფენებში, ასუფთავებს ფორებს და ამცირებს მის ხილვადობას. ხოლო ალოე ვერა უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და დამშვიდებას.
იდეალურია მათთვის, ვისაც სურს კანის ტონის გათანაბრება, ფორების ხილვადობის შემცირება და ჯანსაღი, გლუვი ეფექტი. პროდუქტი დაიტანება აპლიკატორის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს კანის მოვლის უნაკლო და სასიამოვნო გამოცდილებას.

შემადგენლობა:

მთავარი ინგრედიენტები:

  • გლიკოლის მჟავა
  • სალიცილის მჟავა
  • ალოე ვერა

დამხმარე ინგრედიენტები:

წყალი, ალოე ვერას (Aloe barbadensis) ფოთლის წვენი, საქაროზა, პროპანდიოლი, გლიცერინი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ტაგუას (Phytelephas aequatorialis) თესლის ფხვნილი, რძემჟავა, გლიკოლის მჟავა, პოლიაკრილატის კროსპოლიმერი-6, კაპრილის/კაპრინის ტრიგლიცერიდი, ფენოქსიეთანოლი, ქსანთანის ფისი, სკვალანი, პარფიუმი, სალიცილის მჟავა, ალანტოინი, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის გლუკონატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი.

გამოყენება:

მოაბრუნეთ აპლიკატორი “on” პოზიციაზე და დაიტანეთ მშრალ, გასუფთავებულ კანზე. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ, დასრულების შემდეგ, გადააბრუნეთ „OFF“ პოზიციაზე და გაწმინდეთ აპლიკატორი. გამოიყენება კვირაში ერთხელ
გამოიყენეთ საღამოს რუტინაში, ჩამოიბანის შემდეგ, გააგრძელეთ თქვენი ჩვეული კანის მოვლის რუტინა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

უსაფრთხოება:

ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება შემდეგი დილის საათებში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.  პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.