

Terranova - პრენატალური მულტივიტამინების კომპლექსი კაფს. N50
COMING SOON
- განაპირობებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მომწვანო-მონაცრისფრო/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - პრენატალური მულტივიტამინების კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ აუცილებელ საკვებ დანამატს, რომელიც განაპირობებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს, კაროტინოიდებს, C, E, D ვიტამინებსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური ფორმულა გათვლილია ორსული ქალის და ნაყოფის დღიურ მოთხოვნილებებზე. არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს და გლუკოზის დონეს სისხლში, ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკებს და ტოქსიკოზის სიმპტომებს. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებას და ანომალიების პრევენციას, ინოზიტოლი ბუნებრივად ზრდის პროგესტერონის დონეს, ხოლო ქოლინი აუცილებელი კომპონენტია ნაყოფის მემბრანის ფორმირებისთვის.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
კალციუმი (კარბონატი, ციტრატი & ასკორბატი) - 100მგ
მაგნიუმი (ოქსიდის, ციტრატის და ასკორბატი) - 50მგ
რკინა (ბისგლიცინატის ქელატი) - 15მგ
თუთია (ბისგლიცინატის ქელატი) - 10მგ
ციტრუსის ბიოფლავონოიდები - 20მგ
DHA (დოკოზაჰექსაენოინის მჟავა) - 15მგ
ვიტამინი E (დ-ალფა ტოკოფერილ სუქცინატი) - 20მგ
ბუნებრივი ბეტა კაროტინი/შერეული კაროტინოიდები - 2მგ
ნიაცინამიდი - 15მგ
ქოლინის ბიტარტრატი - 5მგ
სპილენძი (გლუკონატი) - 1მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 5მგ
ვიტამინი C (კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის ასკორბატი) - 60მგ
პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატი) - 5 მგ
ინოზიტოლი - 5მგ
მანგანუმი (ბისგლიცინატის ქელატი) - 0.5მგ
სელენი (სელენომეთიონინი) - 25მკგ
ვიტამინი D3 (ვეგანური ქოლეკალციფეროლი - ლიქენიდან) - 400სე
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 3მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 3მგ
ფოლატი (კალციუმის L-მეთილფოლატი) - 400მკგ
ქრომი (პიკოლინატი) - 20მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) - 100მკგ
ბიოტინი (d-ბიოტინი)- 150მკგ
Magnifood - ის კომპლექსი - 350მგ
კალეს ფოთოლი (Brassica oleracea var acephala) - 100მგ
მაყვალი (Rubus fruticosus) - 50მგ
მოცვის ნაყოფი (Vaccinium myrtillus) -50მგ
გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 50მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 50მგ
ჭარხალი (Beta vulgaris) - 25მგ
ისპანახის ფოთოლი (Spinacia oleracea) - 25მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- ორსულობის დაგეგმვის პერიოდი
- ორსულობა
- ლაქტაცია
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- დანამატის მიღება დაუშვებელია სამ წლამდე ბავშვებისთვის.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.