









Haakaa - SqueezeDose სილიკონის დისპენსერი - ნაკრები
COMING SOON
- Haakaa - SqueezeDose სილიკონის დისპენსერი - ნაკრები ამარტივებს პატარასთვის წამლის მიღებას
- შპრიცის მოსახერხებელი ფორმა 2 ცვლადი თავაკით ამარტივებს და უსაფრთხოს ხდის მის გამოყენებას
- დისპენსერის თავის უნიკალური დიზაინი იცავს ბავშვს სითხის გადაცდენისგან
- 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - SqueezeDose შესანიშნავი საშუალებაა წამლისა და სხვა თხევადი დანამატების უსაფრთხოდ და კომფორტულად მისაღებად ჩვილებისთვის ან ჭირვეული ბავშვებისთვის. დისპენსერის გამოყენება მარტივია და მცირე წნევის ზემოქმედებით რეგულირდება სითხის ნაკადი. უნიკალური დიზაინით შექმნილ ნაკრებში შედის 2 განსხვავებული ფორმის თავაკი. საწვეთურის ფორმის თავაკიდან სითხე წვეთ-წვეთობით გადმოდის, ხოლო საწოვარას ფორმის თავაკი, ორმაგი ჭრილით, ეფექტურად ანაწილებს სითხეს პირის ღრუში და ამცირებს გადაცდენის რისკს. ნაკრებში შემავალი საწმენდი ჯაგრისის დახმარებით მარტივია დისპენსერის გასუფთავება, ხოლო ქეისი უზრუნველყოფს პროდუქტის ჰიგიენურ შენახვას.
შემადგენლობა:
- დისპენსერი, თავაკი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
- შესანახი კონტეინერი - პოლიპროპილენი
- მილის საწმენდი ჯაგრისი - ნეილონი, პოლიპროპილენი, უჟანგავი ფოლადი
გამოყენება და მოვლა:
ჰიგიენის უზრუნველსაყოფად, პროდუქტის გამოყენებამდე, დაშალეთ დისპენსერი და გაასუფთავეთ. სილიკონის კომპონენტები დააყოვნეთ ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში. აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. თუ ბავშვს აღენიშნება ვირუსოვანი ინფექცია, ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი დაუყოვნებლივ უნდა გასტერილდეს. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია ხელით ან რბილი ჯაგრისის დახმარებით თბილ, საპნიან წყალში. დისპენსერის და შესანახი ქეისის სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. უჟანგავი ფოლადის კომპონენტების გამო საწმენდი ჯაგრისის მიკროტალღურ ღუმელში, სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში გაწმენდა არ არის სასურველი. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. სილიკონმა შესაძლოა შეიწოვოს სითხის ფერი, რომელიც მოთავსებულია დისპენსერში, ამიტომ გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ გარეცხეთ პროდუქტი, რათა თავიდან აიცილოთ სილიკონის შეფერვა.
- მეთოდი 1: შესაბამისი თავაკის შერჩევის შემდეგ, მჭიდროდ დაამაგრეთ დისპენსერზე. სითხით შესავსებად, დააჭირეთ თითი დისპენსერის ძირზე, მოათავსეთ თავაკი სითხეში და შემდგომ ნელ-ნელა აუშვით თითი.
- მეთოდი 2: წინასწარ გაზომილი სითხე ჩაასხით დისპენსერის ჭიქაში და მჭიდროდ დაამაგრეთ თავაკი.
- მოათავსეთ სილიკონის თავაკი ბავშვის პირში, მას შემდეგ რაც ბავშვი წოვას დაიწყებს ნაზი მოძრაობით მსუბუქად მიაწოდეთ სითხე.
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საწვეთურის წვერის გამოყენებისას ძლიერი შეკუმშვა გამოიწვევს სითხის სწრაფ დინებას. იმისათვის, რომ სითხე წვეთებად გამოიყოს, უნდა მოუჭიროთ ხელი ნაზად. რეკომენდებულია გამოყენებამდე შეამოწმოთ ნაკადის სიძლიერე მცირე შეკუმშვით. ასპირატორის ჭიქიდან სითხე ამოიღეთ ძალიან ნელა, რათა არ წარმოიქმნას ბუშტუკები.
შენიშვნა: დოზის შესამოწმებლად ჭიქა მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე.
უსაფრთხოება:
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.
- ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული დისპენსერის დამოუკიდებლად გამოყენება.
- ყოველთვის შეამოწმეთ სითხის ტემპერატურა გამოყენებამდე.
- არ შეიძლება პროდუქტი გამოყენებულ იქნას, როგორც საწოვარა.
- არ დატოვოთ პროდუქტი სტერილიზატორის ხსნარში რეკომენდებულ დროზე მეტ ხანს.
- შეავსეთ დისპენსერი სითხით, ისე რომ არ გასცდეს ზედა საზომ ნიშანს.
- დისპენსერის სილიკონი შესაძლოა დროთა განმავლობაში დაიბუროს, განსაკუთრებით ხისტი წყლით რეცხვის დროს, რაც ნორმალურია და არ მოქმედებს პროდუქტის ეფექტურობაზე.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.