







Haakaa - Penguin სილიკონის ნაზალური ასპირატორი N1
COMING SOON
- Haakaa - Penguin სილიკონის ნაზალური ასპირატორი მარტივად, ნაზად და უსაფრთხოდ აშორებს ზედმეტ ლორწოს, უზრუნველყოფს, როგორც კომფორტს, ისე სისუფთავეს
- საწმენდი ჯაგრისი ეფექტურად წმენდს მილის შიდა ზედაპირს
- მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით სტერილიზაცია მარტივია
- რკალისებრი წვერი გამოიყენება 0-12 თვემდე, კონუსისებრი წვერი - 12 თვიდან
- 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Penguin სილიკონის ნაზალური ასპირატორი სწრაფად, უხმაუროდ და ეფექტურად ხსნის სუნთქვის გაძნელებით გამოწვეულ დისკომფორტს. უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული პროდუქტი, უსაფრთხოდ ასუფთავებს პატარას ცხვირს ზედმეტი ლორწოსგან და უმარტივებს სუნთქვას. ორმაგი სარქველის დახმარებით სითხის უკუდინება ნესტოში არ ხდება, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. პროდუქტს მოყვება ორი ზომის თავაკი, ამიტომ გამოიყენება ახალშობილებში და 12 თვიდან ბავშვებში. მოსახერხებელი ფორმის გამო არ აზიანებს პატარას ცხვირის და მარტივად იწმინდება.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
გაასუფთავეთ პროდუქტი დაშლილ მდგომარეობაში გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. თუ ბავშვს აღენიშნება ვირუსოვანი ინფექცია, ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი დაუყოვნებლივ უნდა გასტერილდეს. რეკომენდებულია მხოლოდ ხელით ხელით ან ნაზი ჯაგრისით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა, რომ არ დაზიანდეს ასპირატორის ზედაპირი. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. შენახვამდე გაამშრალეთ კარგად.
უჟანგავი ფოლადის კომპონენტების გამო ასპირატორის საწმენდი ჯაგრისის მიკროტალღურ ღუმელში, სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში მოთავსება არ არის რეკომენდებული.
- შეარჩიეთ შესაბამისი თავაკი და მოათავსეთ ასპირატორზე. დარწმუნდით რომ მყარად არის დამაგრებული.
- ჰაერის გამოსადევნად მსუბუქად მოუჭირეთ ასპირატორს ხელი, შემდეგ მოათავსეთ თავაკის ზედა წვერი ნესტოში და ნელ-ნელა შეამცირეთ წნევა.
- დარჩენილი ლორწოს მოსაშორებლად, კვლავ გაიმეორეთ მოძრაობა. ორმაგი სარქველის დახმარებით სითხე არ დაბრუნდება უკან, ამიტომ გამოყენებისას მსუბუქი შეკუმშვების შეწყვეტა არ არის საჭირო.
რჩევა: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური სითხის მოსაშორებლად. დარწმუნდით რომ ასპირატორის თავაკი კარგად არის მორგებული. თუ ლორწო არის მშრალი ან წებოვანი, გამოიყენეთ 1-2 წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი ან დედის რძე მის დასარბილებლად.
უსაფრთხოება:
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.
- გამოყენებისას არ მოუჭიროთ ხელი ასპირატორს ზედა ნაწილში, რადგან შესაძლოა თავი ჩამოვარდეს.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.