Haakaa - აბაზანის ჯაგრისი - ნაცრისფერი N1

38.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - აბაზანის ჯაგრისი წარმოადგენს მულტიფუნქციურ პროდუქტს, როგორც დედებისთვის ისე ბავშვებისთვის
  • ჰიპოალერგიულია, სრულფასოვნად წმენდს და არ აღიზიანებს მგრძნობიარე კანს
  • დრეკადი და კომპაქტური ფორმა ამარტივებს ჯაგრისის დამოუკიდებლად გამოყენებას ბავშვებში
  • არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
  • 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA-ს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - აბაზანის ჯაგრისი წარმოადგენს მულტიფუნქციურ პროდუქტს, როგორც დედებისთვის ისე ბავშვებისთვის. ნაზი სილიკონის ჯაგრულები სრულფასოვნად წმენდს მგრძნობიარე კანს არ იწვევს გაღიზიანებას. გამოიყენება როგორც ტანის და თმის დასაბანად, ასევე ითავსებს სკალპის მასაჟორის ფუნქციას. ეფექტურია ჩვილებში სებორეული დერმატიტის დროს, ჯაგრისი ნაზად აშორებს ფუფხს სკალპიდან. დრეკადი და კომპაქტური ფორმის გამო, მარტივია ჯაგრისის გამოყენება და გასუფთავება.  

შემადგენლობა:

საკვები ხარისხის სილიკონი

გამოყენება და მოვლა:

აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. შესაძლებელია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს ზედაპირი. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. შენახვამდე გაამშრალეთ კარგად. 

  • უკანა სახელურით დაიჭირეთ მასაჟორი, დაიტანეთ ცოტაოდენი ბავშვის შამპუნი ჯაგრულებზე და მცირე ზეწოლით დაამასაჟეთ ბავშვის სკალპი.
  • გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ჯაგრისი და ჩამოკიდეთ გასაშრობათ.

უსაფრთხოება:

დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.