Haakaa - მრავალჯერადი გამოყენების მკერდის თერმული საფენი N2

106.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - მრავალჯერადი გამოყენების მკერდის თერმული საფენი უზრუნველყოფს ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებული ტკივილის შემსუბუქებას
  • თბილი საფენი ხსნის მასტიტის სიმპტომებისგან გამოწვეულ დისკომფორტს
  • საფენის ცივი ფორმით გამოყენება, ამცირებს შეშუპებას და ხელს უშლის ანთებითი პროცესის განვითარებას
  • ბამბის ნაზი ქსოვილი იცავს კანს საფენთან პირდაპირი შეხებისგან
  • არ შეიცავს BPA და ფტალატებს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - მრავალჯერადი გამოყენების მკერდის თერმული საფენი – სპეციალურად შექმნილია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონების მაქსიმალური კომფორტისთვის. 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული საფენები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ცივ, ისე თბილ მდგომარეობაში, საჭიროებიდან გამომდინარე. საფენი ხელს უწყობს ჩაკეტილი რძის სადინარების გაწმენდას და მასტიტის სიმპტომების შემსუბუქებას.
თბილი საფენის გამოყენება რეკომენდებულია კვების წინ, რძის ნაკადის გასაზრდელად, ხოლო ცივი – ხსნის ტკივილს და შეშუპებას. თითოეულ საფენს მოყვება რბილი, ორგანული ბამბისგან დამზადებული შალითა, რომელიც ქმნის დამცავ შრეს საფენსა და კანს შორის და იცავს კანს ზედმეტი გაღიზიანებისგან, ხოლო მოსახერხებელი, პორტატული ჩანთა იდეალურია ნებისმიერი სიტუაციისთვის.
გელ-საფენების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ფორმისა და ზომის მკერდისათვის.

შემადგენლობა:

  • გელ-საფენი (გარეთა შრე) - პოლივინილის ქლორიდი, პოლიესტერი
  • გელ-საფენი (შემადგენლობა) – 61% წყალი, 35% გლიცერინი, 4% კარბოქსიმეთილ ცელულოზა
  • ბამბის შალითა - 100%-ით ბუნებრივი ორგანული ბამბა
  • ჩანთა - პოლიესტერი, უჟანგავი ფოლადი

გამოყენება და მოვლა:

თერმული საფენი რეგულარულად უნდა გაირეცხოს ხელით თბილ საპნიან წყალში ან გაიწმინდოს სველი ნაჭრით. ბამბის შალითა უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების შემდეგ, ხელით ან სარეცხ მანქანაში, დელიკატურ რეჟიმზე.
საფენის გამოყენება რეკომენდებულია მაქსიმუმ 20 წუთის განმავლობაში.
  გაყინვა:
გაყინეთ სილიკონის საფენები ერთი საათით. შემდეგ მოათავსეთ ბამბის შალითაში და გამოიყენეთ. არ არის რეკომენდებული გაყინული საფენის კანზე, უშუალოდ შალითის გარეშე მოთავსება, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს კანის დამწვრობა.
  გათბობა:
ცხელი წყლის მეთოდი:
საფენები მოათავსეთ ცხელ წყალში 3-5 წუთის განმავლობაში ისე, რომ სრულად ჩაიძიროს. არ გამოიყენოთ მდუღარე წყალი! შეთბობის შემდეგ საფენები გაამშრალეთ და მოათავსეთ ბამბის შალითაში. არ არის რეკომენდებული ცხელი საფენის უშუალოდ კანზე შალითის გარეშე მოთავსება, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს კანის დამწვრობა.
მიკროტალღური ღუმელის მეთოდი:
მიკროტალღურ ღუმელში გელ-საფენის მოთავსება რეკომენდებულია მხოლოდ 20 წამით. ღუმელის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 700 ვატს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ გელი მიკროტალღურ ღუმელში თანაბრად არ ცხელდება, ამიტომ სასურველია შეთბობის შემდეგ სითბო ხელით თანაბრად გადაანაწილოთ. გამოყენებამდე გამთბარი საფენი მოათავსეთ ბამბის შალითაში.

უსაფრთხოება:

  • არ გამოიყენოთ, თუ საფენის მთლიანობა დაირღვა.
  • არ მოუჭიროთ ხელი და არ შეანჯღრიოთ ძლიერად.
  • არ მოათავსოთ ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად მგრძნობიარე კანზე.
  • გელის თვალში ან კანზე მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.