









Haakaa - Happii Bear ფრჩხილის მოვლის ნაკრები - ელექტრო
COMING SOON
- Haakaa - Happii Bear ფრჩხილის მოვლის ნაკრების დახმარებით ფრჩხილის მოვლა უფრო სწრაფი და მარტივია
- LED განათება და დაბალი ხმა უზრუნველყოფს ფრჩხილების კომფორტულ და უსაფრთხო მოვლას, არ არღვევს ბავშვის მშვიდ ძილს
- იტენება USB კაბელის დახმარებით, სრულად დამუხტვის შემთხვევაში უწყვეტად მუშაობს 2 საათის განმავლობაში
- გამოიყენება, როგორც ახალშობილებში, ისე მოზრდილებში (შესაბამისი თავაკის მიხედვით)
- ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA-ს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Happii Bear ფრჩხილის მოვლის ნაკრების გამოყენებით ფრჩხილების მოვლა გაცილებით სწრაფი, მარტივი და ეფექტურია. აპარატის პოლარული დათვის დიზაინი სპეციალურად შექმნილია ბავშვის ყურადღების მისაპყრობად, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ფრჩხილის მოვლის პროცესს. პროდუქტის ერგონომიული ფორმა ამცირებს დისკომფორტისა და დაზიანების რისკს, ხოლო LED განათება და დაბალი ხმა, უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გამოყენებას, ბავშვის მშვიდი ძილის დარღვევის გარეშე. აპარატი იტენება USB კაბელით და სრულად დამუხტვის შემთხვევაში უწყვეტად მუშაობს 2 საათის განმავლობაში. მისი თავაკები ადვილად მაგრდება პროდუქტზე და ბრუნავს, როგორც საათის ისრის მიმართულებით, ისე საწინააღმდეგოდ. წნევის რეგულირებადი სიჩქარე უზრუნველყოფს ფრჩხილების ეფექტურ და მოხერხებულ მოვლას. პროდუქტი განკუთვნილია, როგორც ახალშობილების, ასევე მოზრდილების ფრჩხილის მოვლისთვის. თითოეული თავაკის ასაკთან შესაბამისი ფერი მითითებულია შეფუთვაზე. ქეისი ხელს უწყობს ნაკრების უსაფრთხო შენახვას და კომფორტულს ხდის მის ტრანსპორტირებას.
შემადგენლობა:
აკრილნიტრილბუტადიენური სტირენი, პოლიპროპილენი, ზოგადი დანიშნულების პოლისტირონი, ზუმფარას ქაღალდი, 500mAh Li-ion ელემენტი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავებამდე დარწმუნდით, რომ აპარატი გამორთულია. გაწმენდა რეკომენდებულია მშრალი, რბილი ქსოვილით ან ყურის ჩხირით, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. ნაკრების არც ერთი კომპონენტისთვის არ არის მიზანშეწონილი ქიმიური ხსნარების, წყლის ან აბრაზიული საწმენდის გამოყენება.
პირველ გამოყენებამდე აპარატი დატენეთ სრულად, რისთვისაც გამოიყენეთ USB კაბელი. მისი ერთი ბოლო დაუკავშირეთ ფრჩხილის მოვლის აპარატს, ხოლო მეორე კომპიუტერს ან დამტენ ადაპტერს. სანამ აპარატი სრულად დაიტენება შუქი წითელია, დამუხტვის შემდეგ კი ფერს მწვანედ იცვლის.
მაშინ როცა აპარატი 0 მაჩვენებელზეა, ის გამორთულია.
R1 - სიჩქარე 1 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
R2 - სიჩქარე 2 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით მძლავრად
L1 - სიჩქარე 1 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
L2 - სიჩქარე 2 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მძლავრად
- გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ფრჩხილის მოვლის აპარატი დატენილია.
- შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი თავაკი და მოარგეთ აპარატს.
- მოათავსეთ ბავშვის ხელი კომფორტულად და ჩართეთ აპარატი, ნელი სიჩქარით, ფრთხილად დაიწყეთ ფრჩხილზე თავაკის გადატარება.
- აპარატი დაარეგულირეთ თქვენთვის სასურველ სიჩქარესა და მიმართულებაზე, ისე, რომ გამოყენება იყოს უსაფრთხო.
- დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ყოველ მომდევნო ფრჩხილზე გადასვლისას გამორთეთ აპარატი და დარწმუნდით, რომ ბავშვი კომფორტულადაა.
- პროცესის დასრულების შემდეგ თავაკები გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით, ხოლო ბავშვს დაბანეთ ხელები.
- გამოყენების შემდეგ თავაკები მოხსენით აპარატიდან და კვლავ მოათავსეთ შესანახ ქეისში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: გამოიყენეთ მხოლოდ ის USB, რომელიც მოყვება პროდუქტს. სხვა კაბელის გამოყენებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. თუ აპარატს რეგულარულად არ იყენებთ, რეკომენდებულია მისი დატენვა თვეში მინიმუმ ერთხელ, რათა ხელი შეუწყოთ ბატარეის გამართულად ფუნქციონირებას.
გაფრთხილება!!!
აპარატის გამოყენებისას, მბრუნავი თავაკები არ გააჩეროთ ერთსა და იმავე ადგილას ხანგრძლივად, რათა თავიდან აიცილოთ ფრჩხილის დაზიანება ან ტკივილი.
უსაფრთხოება:
- დაზიანებული პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ USB კაბელი.
- ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის პროდუქტის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო.
- USB კაბელი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- თავაკები უშუალოდ კანზე არ გამოიყენოთ, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
- პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ცხოველებისთვის.
- აპარატს გამოყენებისას არ დაატანოთ ძალა, რადგან თავაკის ბრუნვა გამოიწვევს წვის შეგრძნებას და დისკომფორტს. ასეთ დროს დაუყოვნებლივ გამორთეთ აპარატი.
- პროდუქტი არ არის წყალგაუმტარი.
- პროდუქტის გამოყენების შემდეგ, ფრჩხილის მოვლის ნაკრების ყველა კომპონენტი მოათავსეთ შესანახ ყუთში, რათა თავიდან აიცილოთ შემთხვევითი დაზიანება.
- პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული სუსტ, დაზიანებულ, დაავადებულ ან მტვრევად ფრჩხილებზე.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.