Haakaa - რძის ბუნებრივი საწველის საკიდი - ღია ვარდისფერი N1

30.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - რძის ბუნებრივი საწველის საკიდი უზრუნველყოფს საწველის  ფიქსაციას, რაც ამარტივებს რძის შეგროვების პროცესს
  • შესაძლებელია სიგრძის დარეგულირება, რაც კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის მის გამოყენებას
  • იცავს რძის საწველის შემთხვევითი ჩამოვარდნისგან
  • ნაზი და დრეკადი სილიკონის საკიდი მარტივად იწმინდება
  • 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს PVC, BPA და ფტალატებს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - რძის ბუნებრივი საწველის საკიდი უზრუნველყოფს საწველის ფიქსაციას მკერდზე, ამარტივებს რძის შეგროვების პროცესს და იცავს მკერდის საწველის შემთხვევითი ჩამოვარდნისგან. არის რბილი, ელასტიური, არ აღიზიანებს კანს და შესაძლებელია სიგრძის დარეგულირება, რაც კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. 

შემადგენლობა:

საკვები ხარისხის სილიკონი

გამოყენება და მოვლა:

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ. პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით, 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.

  • საკიდის წრიული ნაწილი ფრთხილად მოარგეთ მკერდის მექანიკური საწველის ყელს.
  • საკიდის ბოლო ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე პატარა რგოლში მოათავსეთ და სიგრძე სურვილისამებრ დაარეგულირეთ.
  • დარწმუნდით, რომ საკიდი მჭიდროდ ერგება საწველის ყელს.
  • მოირგეთ ყელზე მოხერხებულად და კომფორტულად.

უსაფრთხოება:

  • არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
  • ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის პროდუქტის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.