Humble ბიოდეგრადირებადი კბ. ჯაგრ. Wide (6-24თვ.) - ლურჯი, Ultra-Soft

7.00 GEL
  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბიოდეგრადირებადი კბილის ჯაგრისი ნეილონის (არ შეიცავს BPA-ს) ჯაგრულებით.
  • უზრუნველყოფს სარძევე კბილების დელიკატურ წმენდას
  • არ აზიანებს მინანქარს და ეფექტურად აშორებს ნადებს
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)

ძირითადი ინფორმაცია:

Humble კბილის ჯაგრისი დამზადებულია 100%-ით ბიოდეგრადირებადი ნივთიერებებისგან, ხოლო ჯაგრულები, უმაღლესი ხარისხის ნეილონისგან ( არ შეიცავს BPA-ს), რომლის 65% მცენარეული მასალაა და მიღებულია აბუსალათინის მარცვლებისგან.
ჯაგრისის თავის უნიკალური დიზაინი უსაფრთხო და რბილი ჯაგრულების დახმარებით უზრუნველყოფს სარძევე კბილების დელიკატურ წმენდას. არ აზიანებს მინანქარს და უნარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას პირის ღრუს მთელი დღის განმავლობაში.
Humble კბილის ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოაციაციის მიერ, პლასტმასას საუკეთესო, ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად. აღსანიშნავია, რომ გარდა ჯაგრისისა, შეფუთვაც სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.

შემადგენლობა:

  • კბილის ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი (არ შეიცავს BPA-ს)
  • უჟანგავი ფოლადის დამჭერები
  • კბილის ჯაგრისის სახელური: ბიოდეგრადირებადი ნივთიერებები (სიმინდის სახამებელი), პოლიპროპილენი (PP)

გამოყენება:

კბილების გამოხეხვა უნდა დაიწყოთ ნაზი, მსუბუქი და წრიული მოძრაობებით ღრძილებიდან კბილის მიმართულებით, კბილების თანმიმდევრობის დაცვით. კბილის ჯაგრისი უნდა გეჭიროთ ღრძილებისა და კბილების ზედაპირის პარალელურად დახრილ მდგომარეობაში. გაიხეხეთ 2 წუთის განმავლობაში, დილით და საღამოს.

უსაფრთხოება:

ჯაგრისის გამოყენება რეკომენდებულია 6-24 თვემდე ბავშვებისთვის.

შენახვის პირობები:

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.