![Humble - Natural კბილის პასტა - ნახშირით - 75მლ](http://graviton.ge/cdn/shop/files/TP89002FHUMBLENATURALCHARCOALTOOTHPASTE-Front.jpg?v=1718025702&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/TP89002FHUMBLENATURALCHARCOALTOOTHPASTE-Front.jpg?crop=center&height=10&v=1718025702&width=10)
![Humble - Natural კბილის პასტა - ნახშირით - 75მლ](http://graviton.ge/cdn/shop/files/Humble_-_Natural_Toothpaste_-_Charcoal_-_75ml.jpg?v=1728384292&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/Humble_-_Natural_Toothpaste_-_Charcoal_-_75ml.jpg?crop=center&height=10&v=1728384292&width=10)
![Humble - Natural კბილის პასტა - ნახშირით - 75მლ](http://graviton.ge/cdn/shop/files/Humble_-_Natural_Toothpaste_-_Charcoal_-_75ml_2.jpg?v=1728384292&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/Humble_-_Natural_Toothpaste_-_Charcoal_-_75ml_2.jpg?crop=center&height=10&v=1728384292&width=10)
Humble - Natural კბილის პასტა - ნახშირით - 75მლ
- ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შექმნილი კბილის პასტა ნახშირით და პიტნის არომატით
- ნაზად აცილებს ზედაპირულ ლაქებს და ხელს უწყობს კბილების გათეთრებას
- არ შეიცავს ნატრიუმის ლაურილ სულფატს(SLS) და პარაბენებს
- აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
ძირითადი ინფორმაცია:
Humble Natural კბილის პასტა, ბუნებრივი ინგრედიენტებით, აშორებს ნადებს, ასუფთავებს პირის ღრუს და იცავს კბილებს კარიესისგან. პიტნის ძლიერი არომატი უზრუნველყოფს, სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნებას მთელი დღის მანძილზე, ხოლო გააქტიურებული ნახშირი ნაზად აცილებს ზედაპირულ ლაქებს და ხელს უწყობს კბილების გათეთრებას ემალის დაზიანების გარეშე.
შემადგენლობა:
- მთავარი ინგრედიენტები: ნატრიუმის ფტორიდი, თუთიის გლუკონატი, ნახშირის ფხვნილი
- დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, სორბიტოლი, ჰიდრატირებული სილიციუმი, პიტნის ზეთი, ქსილიტოლი, ალოეს ფოთლის წვენი, რაბაუდიოზიდი A, ქსანთანის გუმფისი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, არომატიზატორი, ლიმონმჟავა, ლიმონენი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ქლორიდი, CI 77891 (ტიტანის დიოქსიდი)
გამოყენება:
კბილების გამოხეხვისას საკმარისია გამოიყენოთ მუხუდოს მარცვლის ზომის კბილის პასტა.
უსაფრთხოება:
7 წლამდე ბავშვებისთვის პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
პროდუქტი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.