Haakaa - Generation 3 რძის ბუნებრივი საწველი & ბოთლის საწოვარა 160მლ N1

164.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - Generation 3 რძის ბუნებრივი საწველი & ბოთლის საწოვარა უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას
  • ნაკრებში შედის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა, რომელიც თავსდება საწველის კორპუსზე
  • რძის ბუნებრივი საწველი თავსებადია ნებისმიერი ზომის მკერდთან
  • პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
  • 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს ტოქსიკურ PP, PPSU, BPA, PVC და ფტალატებს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - Generation 3 რძის ბუნებრივი საწველი & ბოთლის საწოვარა უზრუნველყოფს რძის უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას. მრავალფუნქციური  ბოთლი სრულიად თავსებადია Gen.3 თაობის სხვადასხვა ნაწილებთან. ბუნებრივი საწველი თავი მარტივად ნაცვლდება ანტიკოლიკური საწოვარით, რომელიც ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. მოსახერხებელი და პორტატიული დიზაინი კი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას, როგორც ყოველდღიურად, ასევე მოგზაურობისას. 

შემადგენლობა:

  • საბავშვო ბოთლი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი, პოლიფენილსულფონი
  • რძის ბუნებრივი საწველის თავი - საკვები ხარისხის სილიკონი
  • საბავშვო ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
  • საბავშვო ბოთლის რგოლი და თავსახური - პოლიპროპილენი

გამოყენება და მოვლა:

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით, 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.

რძის ბუნებრივი საწველის გამოყენება:

  • მოათავსეთ საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირეთ ხელი და დააფიქსირეთ.
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.
  • თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებითი მოჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს.
  • როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირეთ ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორეთ მკერდს, სადგამის დახმარებით შეგიძლიათ მყარად და უსაფრთხოდ დაამაგროთ საწველი ბრტყელ ზედაპირზე ან რძე გადაიტანოთ მინის ბოთლში.

რჩევა: საწველის გამოყენება შესაძლებელია ბავშვის კვების პარალელურად. დაიფიქსირეთ საწველი მეორე მკერდზე და დარწმუნდით, რომ კარგადაა დამაგრებული, რათა ბავშვის მოძრაობამ არ ჩამოაგდოს იგი.

სილიკონის საბავშვო ბოთლის გამოყენება:

  • ბოთლში დაამატეთ სასურველი რაოდენობის რძე.
  • ფრთხილად მოათავსეთ საწოვარა რგოლში და დაამაგრეთ ბოთლზე.
  • დარწმუნდით, რომ საწოვარა მჭიდროდ არის დაფიქსირებული, რათა თავიდან აირიდოთ რძის გადმოღვრა.

გაფრთხილება!!!
კვებამდე შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა

უსაფრთხოება:

  • არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
  • ზრდასრულის გარეშე ბავშვისთვის ბოთლის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.