







Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი თავსახურით 150მლ N1
COMING SOON
- Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი თავსახურით უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულყოფილ გადმოდინებას
- საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას, თავსახური კი იცავს პროდუქტს დაბინძურებისგან
- არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
- პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
- 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Generation 2 მრძის ბუნებრივი საწველი თავსახურით უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულყოფილ გადმოდინებას. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. სადგამის დახმარებით საწველი მჭიდროდ ემაგრება ზედაპირს და ხელს უშლის საწველიდან რძის გადმოდინებას, ხოლო თავსახური იცავს რძეს დაბინძურებისგან.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით, 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
- მოათავსეთ საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირეთ ხელი ძირზე და დააფიქსირეთ.
- თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.
- თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებით მოჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას საწველიში, რომ არ გადაივსოს.
- როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირეთ ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორეთ მკერდს, სილიკონის სადგამით შეგიძლიათ დაამაგროთ საწველი ბრტყელ ზედაპირზე, რათა თავი დაიზღვიოთ რძის დაღვრისგან.
რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცეთ საწველის თავი მის ყელამდე და მოითავსეთ მკერდზე, წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირეთ ხელი ძირზე და დააფიქსირეთ. დაფიქსირების შემდეგ დააბრუნეთ საწველის თავი თავდაპირველ მდგომარეობაში.
უსაფრთხოება:
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.
- დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული ან ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებული რძის მირთმევა თქვენი პატარებისთვის არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.