![Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი 150მლ N1](http://graviton.ge/cdn/shop/files/MHK006-150ml-01.jpg?v=1738829782&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/MHK006-150ml-01.jpg?crop=center&height=10&v=1738829782&width=10)
![Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი 150მლ N1](http://graviton.ge/cdn/shop/files/MHK011-GEN.2_pump-images-NZ-06.jpg?v=1738829822&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/MHK011-GEN.2_pump-images-NZ-06.jpg?crop=center&height=10&v=1738829822&width=10)
![Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი 150მლ N1](http://graviton.ge/cdn/shop/files/MHK006-150ml-PKG.jpg?v=1738829782&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/MHK006-150ml-PKG.jpg?crop=center&height=10&v=1738829782&width=10)
Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი 150მლ N1
COMING SOON
- Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი უზრუნველყოფს რძის მარტივ, უმტკივნეულო და სრულფასოვან გამოდინებას
- ბუნებრივი საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას
- არის მსუბუქი და კომპაქტური, რაც ამარტივებს სტერილიზაციას
- პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
- 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი სპეციალურად შექმნილია რძის მარტივად, კომფორტულად და უმტკივნეულოდგამოწველისთვის. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. ბუნებრივი საწველის სადგამი ხელს უშლის რძის დაღვრას, პორტატიული დიზაინი კი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას. მსუბუქი და მოსახერხებელი ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით, 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
- მოათავსეთ საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირეთ ხელი და დააფიქსირეთ
- თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.
- თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებითი მოჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს.
- როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირეთ ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორეთ მკერდს, სადგამის დახმარებით შეგიძლიათ მყარად და უსაფრთხოდ დაამაგროთ საწველი ბრტყელ ზედაპირზე ან რძე გადაიტანოთ მინის ბოთლში.
რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცეთ საწველის თავი მის ყელამდე, მოათავსეთ მკერდზე და დააბრუნეთ თავი საწყის მდგომარეობაში. საწველის ძირზე ხელის მოჭერით გამოწველეთ რძე.
უსაფრთხოება:
- არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
- საწველი არ არის განკუთვნილი რძის გრძელვადიანი შენახვისთვის.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.