

Terranova - ბაყაყურა 500მგ კაფს. N50
COMING SOON
- ძლიერი ბუნებრივი ჰეპატოპროტექტორია, ხასიათდება გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედებით, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, სიმინდის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - ბაყაყურა - უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატი, ძლიერი ბუნებრივი ჰეპატოპროტექტორია, რომელიც იცავს და აღადგენს ღვიძლს. ის გამოდევნის ტოქსინებს, მათ შორის მძიმე მეტალებს, ალკოჰოლს და ქიმიური ნარჩენებს, ხელს უწყობს დეტოქსიკაციას, ჰეპატიტებისა და ციროზის მკურნალობას და პრევენციას. მისი ანტიოქსიდანტური თვისებები ანელებს დაბერებას და ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს.
სილიმარინი, ბაყაყურას მთავარი ნივთიერება, იცავს უჯრედებს დაზიანებისა და მუტაციისგან, ამცირებს სიმსივნის რისკს, არეგულირებს ქოლესტერინს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას. ის ასევე იცავს ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებს კენჭებისგან. ბაყაყურა ეხმარება ორგანიზმს ალკოჰოლისა და შხამიანი ნივთიერებების ზიანის დაძლევაში და კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, რაც მისი გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
ბაყაყურას თესლი ( Silybum marianum) - 500მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
- ტოქსინების დაგროვება
- ალკოჰოლური მოწამვლა
- ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დაქვეითება
- ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1-3 კაფსულა დღეში, ჭამის დროს.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.