







Haakaa - სილიკონის 360° კბილის ჯაგრისი - ვარდისფერი - 6 თვიდან N1
COMING SOON
- Haakaa - სილიკონის 360° კბილის ჯაგრისი ბავშვს მცირე ასაკიდანვე აჩვევს პირის ღრუს ჰიგიენური ნორმების დაცვას
- სილიკონის ბარიერი უსაფრთხოს ხდის ჯაგრისის დამოუკიდებლად გამოყენებას ბავშვებში
- 360°-იანი ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილების სრულყოფილ და ეფექტურ გაწმენდას
- გამოიყენება 6 თვიდან
- 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - სილიკონის 360° კბილის ჯაგრისი მშობელს საშუალებას აძლევს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს ბავშვს ჯანსაღი ჩვევები და შეუნარჩუნოს პირის ღრუს ჯანმრთელობა ზრდასრულ ასაკშიც კი. იგი ნაზად წმენდს და ამასაჟებს პატარას კბილებსა და ღრძილებს. სხვა სტანდარტული საბავშვო ჯაგრისებისგან განსხვავებით, 360°-იანი ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილების სრულყოფილ და ეფექტურ გასუფთავებას. სილიკონის ბარიერი უსაფრთხოს ხდის ჯაგრისის გამოყენებას ბავშვებში, ხოლო სადგამი უზრუნველყოფს მის სუფთად, მიკრობებისგან დაცულ შენახვას.
Haakaa-ს კბილის ჯაგრისი იდეალური არჩევანია მშობლებისთვის, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი პატარების ჯანმრთელ ჰიგიენურ ჩვევებზე.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
- დამცავი ბარიერის პოზიცია დაარეგულირეთ ისე, რომ გამოყენება იყოს კომფორტული და უსაფრთხო.
- დაასველეთ ჯაგრისი თბილი წყლით, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ბავშვისთვის უსაფრთხო კბილის პასტა.
- მიეცით ბავშვს კბილის ჯაგრისი, რათა დამოუკიდებლად შეძლოს კბილებისა და ღრძილების გაწმენდა.
გაფრთხილება!!!
კბილის პასტა გამოიყენეთ კბილების ამოსვლის შემდეგ, მცირე რაოდენობით. მნიშვნელოვანია იყოს უსაფრთხო და ბავშვებისთვის განკუთვნილი.
უსაფრთხოება:
- არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
- ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე კბილის ჯაგრისის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო.
- რეკომენდებულია, კბილის ჯაგრისის გამოცვლა ყოველ 3-4 თვეში ერთხელ.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.