Humble - ბამბუკის კბილთაშორისი ჯაგრისი - ვარდისფერი - 0 ზომა

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

13.90 GEL
  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბამბუკის კბილთაშორისი ჯაგრისი ნეილონის (არ შეიცავს BPA-ს) ჯაგრულებით - 0,4მმ
  • ეფექტურად ასუფთავებს კბილებს და აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში ღრძილების დაზიანების გარეშე
  • იდეალურია ბრეკეტების და არასწორი თანკბილვის არსებობისას
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)

ზოგადი მიმოხილვა:

Humble ბამბუკის კბილთაშორისი ჯაგრისი (0,4მმ) - დამზადებულია 100%-ით ბიოდეგრადირებადი ბამბუკისგან, რომელიც დაფარულია ცვილით, ხოლო ჯაგრულები, უმაღლესი ხარისხის ნეილონისგან (არ შეიცავს BPA-ს).


ჯაგრისი იდეალურად ასუფთავებს კბილებს და პირის ღრუს, აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში. იდეალურია ბრეკეტების, იმპლანტების, არასწორი თანკბილვის ან სამაგრების არსებობისას, რადგან უზრუნველყოფს ღრმა წმენდას პირის ღრუს მიუდგომელ ადგილებში და არ აღიზიანებს ღრძილებს.
Humble კბილთაშორისი ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ, პლასტმასას საუკეთესო, ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად.

აღსანიშნავია, რომ გარდა ჯაგრისისა, შეფუთვაც სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.

შემადგენლობა:

  • კბილთაშორისი ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი (არ შეიცავს BPA-ს)
  • უჟანგავი ფოლადი
  • კბილთაშორისი ჯაგრისის სახელური: მცენარეული ცვილით დაფარული ბამბუკი

გამოყენება:

მოათავსეთ ჯაგრისი კბილთაშორის ან ბრეკეტებს შორის, სადაც ვერ აღწევს სტანდარტული კბილის ჯაგრისი და ნაზად გაიხეხეთ, მსუბუქი, წინ და უკან მოძრაობით, დაახლოებით 2-3-ჯერ.
კბილთაშორისი ჯაგრისის გამოყენება სასურველია დღეში ერთხელ ან ორჯერ.

უსაფრთხოება:

აუცილებლად შეარჩიეთ თქვენთვის სათანადო ზომის ჯაგრისი სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან ერთად. 

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ ადგილას.