Humble - ბიოდეგრადირებადი კბილთაშორისი ჯაგრისი - ნარინჯისფერი - 1 ზომა

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

11.90 GEL
  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბიოდეგრადირებადი კბილთაშორისი ჯაგრისი ნეილონის (არ შეიცავს BPA-ს) ჯაგრულებით  - 0,45მმ
  • ეფექტურად ასუფთავებს კბილებს და აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში ღრძილების დაზიანების გარეშე
  • იდეალურია ბრეკეტების და არასწორი თანკბილვის არსებობისას
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)

ზოგადი მიმოხილვა:

Humble ბიოდეგრადირებადი კბილთაშორისი ჯაგრისი (0,45მმ) - დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი ნივთიერებებისგან (სიმინდის სახამებელი) და პოლიპროპილენისგან (PP), ხოლო ჯაგრულები, უმაღლესი ხარისხის ნეილონისგან (არ შეიცავს BPA-ს).
ჯაგრისი იდეალურად ასუფთავებს კბილებს და პირის ღრუს, აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში. იდეალურია ბრეკეტების, იმპლანტების, არასწორი თანკბილვის ან სამაგრების არსებობისას, რადგან უზრუნველყოფს ღრმა წმენდას პირის ღრუს მიუდგომელ ადგილებში და არ აღიზიანებს ღრძილებს.
Humble კბილთაშორისი ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ, პლასტმასას საუკეთესო, ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად. აღსანიშნავია, რომ გარდა ჯაგრისისა, შეფუთვაც სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.

შემადგენლობა:

  • კბილთაშორისი ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი (არ შეიცავს BPA-ს)
  • უჟანგავი ფოლადი
  • კბილთაშორისი ჯაგრისის სახელური: ბიოდეგრადირებადი ნივთიერებები (სიმინდის სახამებელი) და პოლიპროპილენი (PP)

გამოყენება:

მოათავსეთ ჯაგრისი კბილთაშორის ან ბრეკეტებს შორის, სადაც ვერ აღწევს სტანდარტული კბილის ჯაგრისი და ნაზად გაიხეხეთ, მსუბუქი, წინ და უკან მოძრაობით, დაახლოებით 2-3-ჯერ.
კბილთაშორისი ჯაგრისის გამოყენება სასურველია დღეში ერთხელ ან ორჯერ.

უსაფრთხოება:

აუცილებლად შეარჩიეთ თქვენთვის სათანადო ზომის ჯაგრისი სტომატოლოგთან ან ფარმაცევტთან ერთად. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ ადგილას.