Terranova - ომეგა 3-6-7-9 ზეთი 250მლ N1

95.00 GEL

COMING SOON

  • ამარაგებს ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით
  • ქილაში მოთავსებულია ქარვისფერი, მომწარო გემოს მქონე, ბლანტი ზეთი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 18 თვე
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სიმინდის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების,  დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე 
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Terranova ომეგა 3-6-7-9 ზეთი წარმოადგენს მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით. ფორმულა აერთიანებს 100%-ით მცენარეული ინგრედიენტებისგან მიღებულ ომეგა 3-6-7-9 ცხიმოვანი მჟავებს.
ეს უნიკალური ფორმულა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს ანთებით პროცესებს, ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს, ინსულინრეზისტენტობისა და დიაბეტის განვითარების რისკს.
ომეგა 3-6-7-9 ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას, ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას და წონის კორექციას. გარდა ამისა, ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური და დეტოქსიკაციური მოქმედება, რაც ორგანიზმის საერთო სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.

შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერებები:

5მლ ჩაის კოვზი:
ორგანული სელის თესლის ზეთი (Linum usitatissimum) - 65,994%
ომეგა 3 – 58% ომეგა 6 – 14% ომეგა 9 – 19%
ორგანული კანაფის თესლის ზეთი (Cannabis sativa) - 20%
ომეგა 3 – 20% ომეგა 6 – 60% ომეგა 9 – 12%
ორგანული ზეითუნის ზეთი (Cannabis sativa) - 8%
ომეგა 3 – 1% ომეგა 6 – 8% ომეგა 9 – 75%
ორგანული კიტრისუნას თესლის ზეთი (Borago officinalis) - 3%
ომეგა 3 – 0% ომეგა 6 – 80% ომეგა 9 – 20%
ორგანული ქაცვის ნაყოფის ზეთი (Hippophae rhamnoides) - 2%
ომეგა 3 – 3% ომეგა 6 – 6% ომეგა 7 – 35% ომეგა 9 – 22%
ორგანული ბრინჯის ქატოს ზეთი (Oryza sativa) - 1%
ომეგა 3 – 1% ომეგა 6 – 39% ომეგა 9 – 42%
ტოკოფეროლი (ვიტამინი E) - 0,006%


ჩვენება:

  • ნუტრიენტების დეფიციტი
  • აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი ან დისბალანსი
  • კოგნიტური უნარების დაქვეითება
  • ნევროლოგიური დარღვევები
  •  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • კანის პრობლემები (მშრალი კანი, კანის ტენიანობის დაკარგვა, დაბერების ნიშნები)
  • ჰორმონალური დისბალანსი

გამოყენება:

  • ზრდასრულებში მიიღება 1 ჩაის კოვზი 1-3ჯერ დღეში.
  • ზეთის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად. 

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

გვერდითი ეფექტები:

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უსაფრთხოება:

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  • არ გამოიყენება საკვების მოსამზადებლად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 18 თვე . დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე. გახსნის შემდგომ პროდუქტი მოათავსეთ მაცივარში.