

Terranova - რკინის კომპლექსი 20მგ კაფს. N50
COMING SOON
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - რკინის კომპლექსი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და საპრევენციოდ, თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს რკინას და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ეს უნიკალური ფორმულა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში და ებრძვის სხვადასხვა ეტიოლოგიით გამოწვეულ ანემიებს. საკვები დანამატი ინიშნება პაციენტებში, რომელთაც რკინის დეფიციტის შედეგად აღენიშნებათ იმუნური სისტემის დაქვეითება, დაღლილობა და სისუსტე. ასევე გამოიყენება რკინაზე ორგანიზმის გაძლიერებული მოთხოვნის შემთხვევაში: ორსულობის, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის და ზრდის პერიოდის ან არაბალანსირებული კვების დროს. საკვებ დანამატში შემავალი რკინა წარმოდგენილია ბისგლიცინატის ქელატის სახით, რომელიც მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და არ იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
რკინა (ბისგლიცინატის ქელატი) - 20მგ
Magnifood - ის კომპლექსი - 275მგ
ასკილი (Rosa canina) - 100მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 100მგ
ქერის ღივი (Hordeum vulgare) - 50მგ
ასაიას კენკრა (Euterpe oleracea) - 25მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- რკინა დეფიციტური ანემია
- დაღლილობა (ანემიასთან დაკავშირებული)
- დაღლილი ფეხის სინდრომი
- იმუნური სისტემის დარღვევა
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- რკინის შემცველობის გამო საკვები დანამატის მიღება დიდი დოზებით არ არის რეკომენდებული მცირეწლოვან ბავშვებში.
- შეიცავს ქერის ღივს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.