![mid/night 00.00 - თმის ნიღაბი 00.03 - 200მლ](http://graviton.ge/cdn/shop/files/mid_nightHairMask00.03.jpg?v=1717745019&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/mid_nightHairMask00.03.jpg?crop=center&height=10&v=1717745019&width=10)
![mid/night 00.00 - თმის ნიღაბი 00.03 - 200მლ](http://graviton.ge/cdn/shop/files/mid_nightHairMask00.03Texture.jpg?v=1717745019&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/mid_nightHairMask00.03Texture.jpg?crop=center&height=10&v=1717745019&width=10)
mid/night 00.00 - თმის ნიღაბი 00.03 - 200მლ
- ყველა ტიპის თმისთვის
- აღადგენს და ატენიანებს თმას
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს სულფატებს და პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია ესპანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Mid/night 00.00 - თმის ნიღაბი 00.03 ბოტანიკური ექსტრაქტებით და აქტიური ინგრედიენტებით კვებავს და აღადგენს დაზიანებულ თმას, მატებს ბზინვარებას და სიგლუვეს. აქვს ლავანდის სასიამოვნო სურნელი. შეიცავს დიდი რაოდენობით დამატენიანებელ ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თმის სრულყოფილ სიჯანსაღეს. კალენდულას ესქსტრაქტი აუმჯობესებს სკალპის მდგომარეობას და ხელს უწყობს ქერტლის ალაგებას. გამოყენება დასაშვებია კვირაში 2-4 ჯერ.
ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი დ ჰაეროვანია. არ შეიცავს სილიკონებს, სულფატებს, პარაბენებს, არ ბლოკავს სკალპის ფორებს ტოქსიკური ნარჩენებით, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას.დადებითად მოქმედებს მგრძნობიარე სკალპზე, რადგან 99.2%- ით შეიცავს ბუნებრივ, არატოქსიურ ინგრედიენტებს.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- ალოეს ექსტრაქტი
- კალენდულას ექსტრაქტი
- ლავანდა
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, ცეტილის სპირტი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, ბრინჯის ქატოს ზეთი, გლიცერინი, ბრასიკამიდოპროპილ დიმეთილამინი, ატმის კურკის ზეთი, ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი, ბერძნული ულუმბოს თესლის ექსტრაქტი, პანთენოლი, სუნამო, ბენზილის ალკოჰოლი, ეთილჰექსილგლიცერინი, ტოკოფეროლი, გლუტამინის მჟავა, ლინალოოლი.
გამოყენება:
თანაბრად გადანაწილეთ ნიღაბი სველ თმაზე. გაიჩერეთ 4-დან 5 წუთამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში 2-4-ჯერ. ღრმა დატენიანებისთვის ნიღაბი შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამით და დილით ჩამოიბანოთ.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
თმის ნიღაბი 00.03 ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.