



mid/night 00.00 - კონდიციონერი 00.02 - 300 მლ
- ყველა ტიპის თმისთვის
- კვებავს თმის ღერს, ანიჭებს სიმსუბუქეს და სირბილეს
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს სულფატებს და პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
- დამზადებულია ესპანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
mid/night 00.00 - კონდიციონერი 00.02-ი ფიჭვისა და ბერგამოტის სურნელით, შეიცავს ალოეს ექსტრაქტს, რომელიც აღადგენს კანის მკვდარ უჯრედებს, ხდის თმას მეტად გლუვს და უნარჩუნებს ბზინვარებას. ხელს უწყობს თმის ზრდას, ამცირებს ქავილსა და ქერტლს.
მორინგას ფოთლის ექსტრაქტი მდიდარია სხვადასხვა მინერალებით, მათ შორის თუთიით, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი თმის შენარჩუნებისთვის და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობენ კერატინის გამომუშავებას, ძლიერი და ჯანსაღი თმის ზრდას. გარდა ამისა, კონდიციონერი მდიდარია B და E ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს სკალპის კვებას.
ბერგამოტის ეთერზეთი ამცირებს დაზიანებულ ადგილებში ანთებითი პროცესების გავითარებას და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
კონდიციონერ 00.02-ს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. დადებითად მოქმედებს მგრძნობიარე სკალპზე, რადგან 98%- ით შეიცავს ბუნებრივ, არატოქსიურ ინგრედიენტებს. ასევე, არ შეიცავს სულფატებსა და პარაბენებს, რის გამოც იდეალურია კერატინით ან საღებავით დაზიანებული თმის გასაჯანსაღებლად.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- ალოეს ექსტრაქტი
- მორინგას ფოთლების ექსტრაქტი
- ბერგამოტის ეთერზეთი
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, ცეტერილის სპირტი, გლიცერინი, ბრინჯის ქატოს ზეთი, სტეარეტ-21, ცეტილის სპირტი, არგანის ზეთი, პანთენოლი, სქუალინი, ფორთოხლის კანის ზეთი, პარფიუმი, პოლიკვატერნიუმი-10, ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი, ლიმონმჟავა, ბენზილის სპირტი, ცეტრიმონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი
გამოყენება:
დაიტანეთ კონდიციონერი სველ თმაზე, თმის შუიდან ბოლოებამდე. დაიტოვეთ 2-3 წუთით და ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
კონდიციონერი 00.02 ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.