











Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი გელი - 50მლ
- მშრალი კანისთვის
- ხელს უწყობს კანის დატენიანებას, გამკვრივებასა და გაჯანსაღებას. უზრუნველყოფს ელასტიურობისა და ტენიანობის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში.
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი გელი, ღრმად ატენიანებს კანს, ამკვრივებს და ანიჭებს ჯანსაღ იერს. ფორმულაში შემავალი ატმისა და ქოქოსის ექსტრაქტი ამცირებს სიმშრალის შეგრძნებას, ხსნის დაჭიმულობას, უზრუნველყოფს ელასტიურობისა და ტენიანობის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში. ხოლო, ჰიალურონის მჟავას დახმარებით, გელი ხანგრძლივად უნარჩუნებს კანს ტენიანობას, ანიჭებს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- ატმის ექსტრაქტი
- ქოქოსის ექსტრაქტი
- ჰიალურონის მჟავა
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, გლიცერინი, პროპილენ გლიკოლი, აკრილატები/ C10-30 ალკილ აკრილატი კროსპოლიმერი, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის გლუკონატი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, სორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, ამილ ცინამალი, ჰექსილ ცინამალი, ლინალოოლი.
გამოყენება:
გამოიყენეთ დილით და საღამოს. დაიტანეთ სუფთა კანზე და დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით სრულ შეწოვამდე.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.