Glow Hub - Defend Yourself სახის მზისგან დამცავი კრემი SPF30 - 50მლ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

50.00 GEL
  • ყველა ტიპის კანისთვის
  • იცავს კანს  UVA და UVB სხივებისგან, მსუბუქი ტექსტურის წყალობით სწრაფად შეიწოვება, არ ახშობს ფორებს, არ აცხიმიანებს და არ ტოვებს თეთრ კვალს კანზე
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Glow Hub Defend Yourself სახის მზისგან დამცავი კრემი SPF30, იცავს კანს UVA და UVB სხივებისგან, მსუბუქი ტექსტურის წყალობით სწრაფად შეიწოვება, არ ახშობს ფორებს, არ აცხიმიანებს და არ ტოვებს თეთრ კვალს კანზე. ფორმულაში შემავალი ანტიოქსიდანტებით მდიდარი გულყვითელას, E ვიტამინისა და მწვანე ჩაის მოქმედება ხელს უწყობს კანის თავისუფალი რადიკალებისგან და გარემო დაბინძურებისგან დაცვას.
მზისგან დამცავის აქტიურად გამოყენება იცავს კანს პიგმენტური ლაქებისგან, უნარჩუნებს სიჯანსაღეს და ამცირებს დაბერების ხილულ ნიშნებს. კრემის გამოყენების შემდეგ კანი არის დატენიანებული და გლუვი.

 

შემადგენლობა:

მთავარი ინგრედიენტები:

  • UVA & UVB დაცვა
  • გულყვითელა
  • მწვანე ჩაი

დამხმარე ინგრედიენტები:

წყალი, ოქტოკრილენი, ჰომოსალატი,  C12-15 ალკილ ბენზოატი, ბუტილოქტილ სალიცილატი, გლიცერინი, ბუტილ მეთოქსიდიბენზოილმეთანი, ეთილჰექსილ სალიცილატი, Bis-ეთილჰექსილოქსიფენოლ მეთოქსიფენილ ტრიაზინი, კალიუმის ცეტილ ფოსფატი, პოლისილიკონ-15, სახამებლის ფოსფატი, ფენილბენზიმიდაზოლის სულფონის მჟავა, VP/ეიკოზენის კოპოლიმერი, გულყვითელას ყვავილის ექსტრაქტი, ფენოქსიეთანოლი, ცეტერილის სპირტი, გლიცერილის სტეარატი SE, სტირენ/აკრილატების კოპოლიმერი, ეთილჰექსილგლიცერინი, ტოკოფერილის აცეტატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის გლუკონატი, ქსანტანის გუმფისი, PPG-2-Deceth-30, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

გამოყენება:

ნაზად გადაინაწილეთ სუფთა და მშრალ კანზე წრიული მოძრაობებით, სანამ მთლიანად არ შეიწოვება. გამოიყენეთ მზეზე გასვლამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ 2 საათში აქტიურ მზეზე ყოფნისას.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.  პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.