











Glow Hub - The Circle Slayer თვალის შრატი - 30გ
- ყველა ტიპის კანისთვის
- აძლიერებს კანის ბარიერს, ამცირებს შეშუპებას და სიშავეს თვალის არეში. უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას, ამშვიდებს და ატენიანებს კანს.
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub - The Circle Slayer თვალის შრატი C ვიტამინითა და ტრანექსამინის მჟავით აძლიერებს კანის ბარიერს, ამცირებს სიშავეს თვალის არეში და უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას. ფორმულაში შემავალი C ვიტამინის ანტიოქსიდანტური ბუნება და კოლაგენის წარმოქმნის უნარი ამცირებს ნაოჭების ხილვადობას. კოფეინი კი აქტიურად ებრძვის შეშუპებას და მუქ წრეებს თვალების გარშემო.
კიტრის ექსტრაქტი და ფორთოხლის წყალი ამშვიდებს და ატენიანებს კანს. ნიაცინამიდი ხელს უწყობს ბარიერის აღდგენას, ელასტიური და ჯანსაღი კანის ფორმირებას. პროდუქტს აქვს ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედება. შრატის გამოყენების შემდეგ კანი ხდება რბილი, ხავერდოვანი და სასიამოვნო.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- C ვიტამინი
- ტრანექსამინის მჟავა
- კოფეინი
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, პროპანდიოლი, გლიცერინი, ფორთოხლის ზეთის წყალი, ცეტილის სპირტი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, ამონიუმის აკრილოილდიმეთილტაურატი/Vp კოპოლიმერი, სიმინდის სახამებელი, ფორთოხლის ზეთი, ნიაცინამიდი, ტოკოფერილის აცეტატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კიტრის ექსტრაქტი, ლიმონმჟავა, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის გლუკონატი, ბუტილ მეთოქსიდიბენზოილმეთანი, პოლიგლიცერილ-2 სტეარატი, გლიცერილ სტეარატი, სტეარილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფატი, ქსანტანის გუმფისი, ეთილჰექსილგლიცერინი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ციტრალი, ლიმონენი, ლინალოოლი.
გამოყენება:
დაიტანეთ მცირე რაოდენობით თვალის ირგვლივ და დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობით. გამოიყენეთ დილის და საღამოს რუტინაში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.