

Terranova - ვიტამინი B12 კომპლექსი 500მკგ კაფს. N100
COMING SOON
- აღადგენს B12 ვიტამინის დეფიციტს. უზრუნველყოფს ანემიების კომპლექსურ მკურნალობას და პროფილაქტიკას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, სოიოს, სიმინდის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - ვიტამინი B12 კომპლექსი წარმოადგენს მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ენერგიით, ზრდის ჰემოგლობინის დონეს, აძლიერებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას და ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს მეთილკობალამინს და
Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ეს უნიკალური ფორმულა ახდენს ანემიის პრევენციას, ეხმარება ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აღადგენს B ჯგუფის ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზს, მონაწილეობს კოგნიტური და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს რეპროდუქციული ორგანოების ნორმალურ განვითარებას, აუმჯობესებს ფერტილობას. ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
B12 ვიტამინი (მეთილკობალამინი) - 500მკგ
Magnifood - ის კომპლექსი - 350მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 175მგ
ოხრახუშის ფოთოლი (Petroselinum crispum) - 50მგ
ბაბუაწვერას ფოთოლი (Taraxacum officinale - 50მგ
ჭარხალი (Beta vulgaris) - 25მგ
ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 25მგ
ნაღველას ფესვი (Gentiana lutea) - 25მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- B ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემია
- დეპრესია და განწყობის ცვლილება
- კოგნიტური ფუნქციის დარღვევა
- დიაბეტური ნეიროპათია
- ტინიტუსი
- მამაკაცის უნაყოფობა (სპერმატოზოიდების მოძრაობისა და რაოდენობის დაქვეითება)
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.