











Glow Hub - გამწმენდი და გამაღიავებელი დასაბანი ჟელე - 120მლ
- ყველა ტიპის კანისთვის, იდეალურია აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის
- ებრძვის აკნეს, იდეალურად აშორებს ყოველდღიურ ჭუჭყს და ამცირებს ცხიმის გამოყოფას. აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს და ანიჭებს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub დასაბანი ჟელე, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, მოცვისა და შავი ჩაის ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ებრძვის აკნეს. იდეალურად ასუფთავებს ყოველდღიურ ჭუჭყს და ამცირებს ცხიმის გამოყოფას. აშორებს მაკიაჟის, ტონალური კრემისა და მზისგან დამცავის კვალს კანის გამოშრობის გარეშე. აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს და ანიჭებს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას. პროდუქტი გამოირჩევა ნაზი, მდგრადი სურნელით, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მის გამოყენებას.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- მოცვის ექსტრაქტი
- შავი ჩაი
- გლიცერინი
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, Peg-7 გლიცერილ კოკოატი, პოლისორბიტი 20, პროპილენ გლიკოლი, პოლიაკრილატ კროსპოლიმერ-6, ფენოქსიეთანოლი, პარფიუმი, ნატრიუმის გლუკონატი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ციტრატი, სორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, ბიოტინი, Ci 16035 (წითელი 40), Ci 42090 (ლურჯი 1)
გამოყენება:
გამოიყენეთ დილით და საღამოს. ნაზად გადაინაწილეთ სველ კანზე წრიული მოძრაობებით და 1-2 წუთი დაიმასაჟეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.