











Glow Hub - დამამშვიდებელი & დამარბილებელი ზეთოვანი დასაბანი გელი - 120მლ
- ყველა ტიპის კანისთვის. იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის
- შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და ამცირებს შავი წერტილების ხილვადობას. უზრუნველყოფს ნაზ, მაგრამ ეფექტურ წმენდას კანის გამოშრობის გარეშე.
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub ზეთოვანი დასაბანი გელი, ყველა ტიპის კანისთვის, ომეგა 3-ით გამდიდრებული კანაფის ზეთისა და ანთების საწინააღმდეგო ჟოჟობას ზეთის დახმარებით ეფექტურად ასუფთავებს კანს. შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და ამცირებს შავი წერტილების ხილვადობას. აშორებს მაკიაჟის, ტონალური კრემის და მზისგან დამცავის კვალს. უზრუნველყოფს ნაზი, მაგრამ მაღალი ხარისხის წმენდას კანის გამოშრობის გარეშე. პროდუქტი ხასიათდება დამამშვიდებელი ეფექტით და ეხმარება აკნეს მკურნალობაში.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- კანაფის თესლის ზეთი
- ჟოჟობა
- გლიცერინი
დამხმარე ინგრედიენტები:
მზესუმზირის თესლის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი, ტკბილი ნუშის ზეთი, სუკროზის ლაურატი, პარფიუმი, წყალი, სუკროზის პალმიტატი.
გამოყენება:
ზეთოვანი გელის რამოდენიმე წვეთი დაიტანეთ ხელის გულზე და წრიული მოძრაობებით ნაზად დაიმასაჟეთ მშრალი კანი. დაამატეთ მცირე რაოდენობის წყალი და გააგრძელეთ მასაჟი 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ პროდუქტი რძედ არ გადაიქცევა. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.