







Haakaa - Ladybug რძის კოლექტორი 40მლ N2
COMING SOON
- Haakaa - Ladybug რძის კოლექტორი ასრულებს საფენის ფუნქციას და ამავდროულად აგროვებს გამოყოფილ რძეს
- მცირე შეკუმშვით მარტივად მაგრდება მკერდზე, მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ
- არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
- პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
- 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Ladybug რძის კოლექტორი, წარმოადგენს მკერდის საფენის იდეალურ ალტერნატივას, რომელიც ასევე გამოიყენება როგორც რძის კოლექტორი. ეფექტურია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ სისუფთავე და ამავდროულად დანაკარგის გარეშე მოაგროვონ რძე. Ladybug ეფექტურად ითავსებს მკერდის საფენის ფუნქციას და იცავს ტანსაცმელს ზედმეტი ლაქებისგან. მოხერხებული ფორმის გამო მარტივად მაგრდება მკერდზე, შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ და გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა. იცავს რძის გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.
შემადგენლობა:
სამედიცინო ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, 30°C - ზე დაბალ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. სტერილიზაციის დროს დარწმუნდით, რომ კოლექტორის სარქველი ღიაა, რადგან არ დეფორმირდეს სილიკონი. რეკომენდებულია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
(მცირე წნევით)
- გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ სარქველი კარგად არის მორგებული და რძე არ გადმოჟონავს. მოათავსეთ კოლექტორი მკერდზე და ნაზად დააწექით Ladybug-ის უკანა ნაწილს, თუ გსურთ მცირე წნევის შექმნა რძის გადმოდინებისთვის.
- Ladybug ყოველთვის უნდა დააფიქსიროთ ბიუსტჰალტერის დახმარებით
- Ladybug - ის გამოყენება შესაძლებელია დაწოლილ მდგომარეობაში (მხოლოდ მცირე წნევის პირობებში) - დაწექით იმ მხარეზე, რომელზეც Ladybug არ გაქვთ მოთავსებული.
შენიშვნა: მცირე ზეწოლის მეთოდი არ უზრუნველყოფს დამატებითი რძის გამოწველას მკერდიდან.
(წნევის გარეშე)
- Ladybug - ის კოლექტორის გამოყენება შესაძლებელია მცირე წნევის გარეშე, თუ თქვენი მკერდი ზედმეტად მგრძნობიარეა. ასეთ შემთხვევაში დარწმუნდით რომ სარქველი არ არის დამაგრებული და დააფიქსირეთ ბიუსტჰალტერის დახმარებით.
- Ladybug წნევის გარეშე ეფექტურად აგროვებს რძეს და იცავს გაჟონვისგან.
გაფრთხილება!!!
- არ გამოიყენოთ კოლექტორი ვარჯიშის დროს, არ გადაიხაროთ ძლიერად ან არ დაწვეთ სარქვლის დახშობის გარეშე, რადგან შესაძლებელია რძე გადმოიღვაროს.
- დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული ან ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებული რძის მირთმევა თქვენი პატარებისთვის არ არის რეკომენდებული.
უსაფრთხოება:
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.
- გამოყენებამდე დარწმუნდით რომ სარქველის მთლიანობა არ არის დარღვეული და სრულად გამტარია.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.