Haakaa - დვრილების დამცავი ოვალური ძირით N1

55.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - დვრილების დამცავი ოვალური ძირით - იცავს მკერდს, ხელს უწყობს ნახეთქების შეხორცებას და ამარტივებს ლაქტაციის პროცესს
  • ანატომიური სიზუსტით შექმნილი პროდუქტი საშუალებას აძლევს ბავშვს აკონტროლოს რძის ნაკადი
  • დვრილების დამცავი წნევით მჭიდროდ ემაგრება მკერდს
  • არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
  • 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - დვრილების დამცავი ოვალური ძირით, სპეციალურად შექმნილია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რომელთაც აქვთ ზედმეტად მგრძნობიარე მკერდი ან დაზიანებული  დვრილები, თუმცა არ სურთ ლაქტაციის შეწყვეტა. დვრილების დამცავი წნევით მჭიდროდ ემაგრება მკერდს და იცავს მას დაზიანებისგან. უნიკალური ფორმის დახმარებით, მკერდსა და დამცავს შორის რჩება სივრცე, რაც კვების პროცესს ხდის უმტკივნეულოს და ხელს უწყობს დაზიანებული მკერდის შეხორცებას. ანატომიური სიზუსტით შექმნილი პროდუქტი საშუალებას აძლევს ბავშვს აკონტროლოს რძის ნაკადი, ლაქტაციაზე მყოფ დედას კი ეხმარება ძუძუთი კვების პროცესი გახდეს მეტად უმტკივნეულო და კომფორტული.

შემადგენლობა:

საკვები ხარისხის სილიკონი

გამოყენება და მოვლა:

პირველად პროდუქტის გამოყენებამდე გაწმინდეთ თბილ საპნიანი წყლით შემდეგ დააყოვნეთ ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში. აუცილებელია დვრილების დამცავის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. დვრილების შესანახი ქეისის გასუფთავებისთვის არ გამოიყენოთ ორთქლის სტერილიზატორი. რეკომენდებულია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. დვრილების დამცავი შეინახეთ ქეისში.

  • გამოყენებამდე გაწმინდეთ დვრილების დამცავი, დარწმუნდით რომ თქვენი ხელები და მკერდი არის სუფთა და მშრალი.
  • ხელით მოუჭირეთ დვრილების დამცავის ზედა ნაწილს, უკან გადაკეცეთ ოვალური ძირი, მოარგეთ მკერდს, შემდეგ კი ოვალური ძირი დაუბრუნეთ თავის საწყის მდგომარეობას, რათა წნევით მიემაგროს მკერდს.

რჩევა: გამოყენებამდე, გამოტუმბეთ ცოტაოდენი რძე, რათა გაუმარტივდეს პატარას კვება.

უსაფრთხოება:

  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.
  • არ შეიძლება პროდუქტის გამოიყენება, როგორც ბავშვის მატყუარა.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.