

Callusan - Mares C10 სხეულის კრემ-მუსი ზღვის კოლაგენით 175მლ
- დამატენიანებელი კრემ-მუსი სხეულის მოვლისთვის
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
- ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
- დამზადებულია გერმანიაში
ზოგადი მიმოხილვა:
კალუსანის Mares C10 დამატენიანებელი კრემ-მუსი, ეფექტურად ატენიანებს და კვებავს მშრალ და მგრძნობიარე კანს მასში შემავალი უნიკალური ინგრედიენტებით, როგორიცაა ზღვის კოლაგენი, ზღვის მინერალები და წყალმცენარეების ექსტრაქტი. ეს კომბინაცია ხელს უწყობს კანის ძლიერ დატენიანებას, უნარჩუნებს ტენს კანის ღრმა ფენებს და საიმედოდ იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია. კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.
შემადგენლობა:
- მთავარი ინგრედიენტები: ავოკადოს ზეთი, შიის კარაქი, ლამინარიას ექსტრაქტი
- დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ბუტანი, C12-13 ალკილ ლაქტატი, პროპანი, სორბიტოლი, გლიცერინი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, C12-15 ალკილ ბენზოატი, ფენოქსიეთანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, ეთილჰექსილგლიცერინი, ჰიდროქსიეთილ აკრილატი/ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ ტაურატის კოპოლიმერი, იზოუტანი, სქუალინი, პოლისორბატ 60, ჰექსილ ცინამალი, სორბიტან იზოსტეარატი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ალფა-იზომეთილ იონინი, გერანიოლი, ვიტამინი C, ხსნადი კოლაგენი, ზღვის მარილი, ლინალოლი, ჰიდროქსიციტრონელა, ბენზილ ბენზოატი.
გამოყენება:
- ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიეთ წინ.
- გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღოთ მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი.
- კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერჯერადად გამოყენება.
- პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
- არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება.
უსაფრთხოება:
- ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
- ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.