![Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი - ნაკრები](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033_1.jpg?v=1738911716&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033_1.jpg?crop=center&height=10&v=1738911716&width=10)
![Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი - ნაკრები](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033_2.jpg?v=1738911799&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033_2.jpg?crop=center&height=10&v=1738911799&width=10)
![Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი - ნაკრები](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033-PKG.jpg?v=1738911799&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033-PKG.jpg?crop=center&height=10&v=1738911799&width=10)
![Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი - ნაკრები](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033_5.jpg?v=1738911799&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033_5.jpg?crop=center&height=10&v=1738911799&width=10)
![Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი - ნაკრები](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033_4.jpg?v=1738911799&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/TPS033_4.jpg?crop=center&height=10&v=1738911799&width=10)
Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი - ნაკრები
COMING SOON
- Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი ბავშვს მცირე ასაკიდანვე აჩვევს პირის ღრუს ჰიგიენური ნორმების დაცვას
- ორი განსხვავებული ზომისა და ზედაპირის კბილის ჯაგრისი უზრუნველყოფს ბავშვის კბილების და ღრძილების ნაზ და სრულფასოვან წმენდას
- გამოიყენება 0 თვიდან
- არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
- 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - თითის სილიკონის კბილის ჯაგრისი სპეციალურად შექმნილია პატარებისთვის ნული თვიდან, რათა ადრეული ასაკიდანვე განუვითარდეთ ჯანსაღი ჩვევები და შეინარჩუნონ პირის ღრუს ჯანმრთელობა ზრდასრულ ასაკშიც კი.
100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან დამზადებული ჯაგრისის, სუპერ რბილი და კომფორტული ჯაგრულები, ნაზად ასუფთავებს პატარას მგრძნობიარე პირის ღრუს და ეხმარება კბილის ამოსვლის ტკივილის შემსუბუქებაში.
ნაკრებში შედის ორი ზომის, S და L, თითის კბილის ჯაგრისები, კომპაქტურ შესანახ ყუთთან ერთად.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პირველ გამოყენებამდე გარეცხეთ და გაასტერილეთ ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. ჯაგრისის გარეცხვა რეკომენდებულია ყოველი გამოყენების შემდგომ. პროდუქტი უნდა გაირეცხოს თბილ, საპნიან წყალში ხელით, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
ჯაგრისის შეცვლა სასურველია 3-4 თვეში ერთხელ
- ორი ზომიდან აარჩიეთ თქვენთვის სასურველი ჯაგრისი, გამოიყენეთ საბავშვო კბილის პასტა, ოდნავ დაასველეთ თბილ წყალში და ნაზი წრიული მოძრაობებით დაუმასაჟეთ თქვენს პატარას ღრძილები და კბილები.
უსაფრთხოება:
დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.