![Haakaa - სილიკონის საკვები მილი - ნაკრები](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK094_1.jpg?v=1738843918&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK094_1.jpg?crop=center&height=10&v=1738843918&width=10)
![Haakaa - სილიკონის საკვები მილი - ნაკრები](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK094_5.jpg?v=1738843918&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK094_5.jpg?crop=center&height=10&v=1738843918&width=10)
![Haakaa - სილიკონის საკვები მილი - ნაკრები](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK094-PKG_2.jpg?v=1738843918&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK094-PKG_2.jpg?crop=center&height=10&v=1738843918&width=10)
![Haakaa - სილიკონის საკვები მილი - ნაკრები](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK094_3_84489323-110b-429e-8491-d4ffb49c3a0e.jpg?v=1738843918&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK094_3_84489323-110b-429e-8491-d4ffb49c3a0e.jpg?crop=center&height=10&v=1738843918&width=10)
Haakaa - სილიკონის საკვები მილი - ნაკრები
COMING SOON
- Haakaa - სილიკონის საკვები მილი გამოიყენება რძის გაშრობის დროს, რომ პატარას არ შეეზღუდოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული უპირატესობები
- რძის ნაკადის დასარეგულირებლად საკმარისია ბოთლზე მცირე წნევით ზემოქმედება ან საკვები მილის მარეგულირებლის გამოყენება
- ნაკრებში შემავალი გამწმენდი ჯაგრისი ამარტივებს საკვები მილის გასუფთავებას
- საკვები მილის გამოყენება მოსახერხებელი და კომფორტულია, როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის
- დამზადებულია საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - სილიკონის საკვები მილი იდეალური არჩევანია დედებისთვის, რომელთაც რძის ნაკლებობის ან გამოშრობის დროს ბავშვის რაციონში დამატებითი კვების ჩართვა სურთ, ისე რომ პატარას არ შეეზღუდოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული უპირატესობები. მილის ერთი ბოლო მარტივად მაგრდება Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლსა და X- ფორმის ცვლადი ნაკადის საწოვარაში, ხოლო მეორე ბოლო უნდა დამაგრდეს დვრილთან, რაც კვების პროცესს მაქსიმალურად ბუნებრივს, კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. რძის ნაკადის დასარეგულირებლად საკმარისია ბოთლზე მცირე წნევით ზემოქმედება ან საკვები მილის მარეგულირებლის გამოყენება. ნაკრებში შემავალი გამწმენდი ჯაგრისი აადვილებს მილის გასუფთავებას, ხოლო სამედიცინო ლეიკო იდეალურად ეწებება კანს, მისი მოხსნა მარტივი და უმტკივნეულოა.
შემადგენლობა:
- სილიკონის საკვები მილი - საკვები ხარისხის სილიკონი, პოლიოქსიმეთილენი
- სილიკონის მილი დამჭერი - საკვები ხარისხის სილიკონი
- სამედიცინო ლეიკო - უქსოვი Nonwoven თელა ქსოვილი
- სილიკონის საკვები მილის შესანახი კონტეინერი - პოლიპროპილენი
- საწმენდი ჯაგრისი - ნეილონი, უჟანგავი ფოლადი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავება რეკომენდებულია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. პირველ გამოყენებამდე საჭიროა პროდუქტის ნაწილებად დაშლა და საფუძვლიანი წმენდა. შემდეგ კი ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში დაყოვნება.
მილის გასაწმენდად, ბოთლი შეავსეთ თბილი, საპნიანი წყლით, საკვები მილი მოათავსეთ X-ფორმის ცვლადი ნაკადის საწოვარას ჭრილში და დაამაგრეთ ბოთლზე. ბოთლის ძირის შეკუმშვით წარმოქმენით საპნიანი წყლის ნაკადი, რომელიც ეფექტურად გაასუფთავებს მილს, მოქმედება გაიმეორეთ რამდენჯერმე. შემდეგ ბოთლი შეავსეთ სუფთა წყლით და იგივე მეთოდის გამოყენებით გაასუფთავეთ მილი, რათა საპნის ნარჩენები სრულად მოშორდეს. მცირე ზომის და რთულად მისაწვდომი ადგილების გასასუფთავებლად, მილი თითებს შორის მსუბუქად შეკუმშეთ და ხელის ჰორიზონტალური მოძრაობით გაასუფთავეთ. ეფექტური წმენდისთვის გამოიყენეთ ნაკრებში შემავალი ჯაგრისი.
რეკომენდებულია მილის, ადაპტერისა და საკვები მილის დამჭერის სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან ადუღებულ წყალში მოთავსებით 2-3 წუთის განმავლობაში. არ არის მიზანშეწონილი ნაკადის მარეგულირებლის და საწმენდი ჯაგრისის სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში მოთავსება. ასევე, საწმენდი ჯაგრისი არ მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში, რადგან შეიცავს უჟანგავ ფოლადს. არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. მილის გაწმენდა რეკომენდებულია გამოყენებისთანავე, რათა თავიდან აიცილოთ მასში რძის გაშრობა. მას შემდეგ, რაც მილს გაწმენდთ, დარწმუნდით, რომ სრულიად გაშრა, ეს ხელს შეუწყობს ჰიგიენური ნორმების შენარჩუნებას.
- მოათავსეთ საკვები ბოთლში, ფრთხილად მოარგეთ მილის მსხვილი ბოლო X-ფორმის ცვლადი ნაკადის საწოვარას ჭრილში, რადგან არ დაზიანდეს საკვები მილის ზედაპირი. შემდეგ კი ფრთხილად დაახურეთ ბოთლს თავსახური.
- მილის მეორე ბოლო მოათავსეთ მკერდიდან 1-2სმ დაშორებით, დააფიქსირეთ სამედიცინო ლეიკოთი და მილის დამჭერის გამოყენებით.
- ნელა მოათავსეთ მკერდი და საკვები მილი ბავშვის პირში.
- ბოთლის ძირის მსუბუქი შეკუმშვით შექმენით რძის ნაკადი მილში. ნაკადის ინტენსივობის გაკონტროლება შეგიძლიათ ბოთლის შეკუმშვის სიძლიერის შესაბამისად.
- ალტერნატიულად, ნაკადის მართვა შესაძლებელია ნაკადის კონტროლერის დახმარებით, რაც საშუალებას გაძლევთ ზუსტად მოარგოთ საკვების მიწოდების სიჩქარე ბავშვის საჭიროებებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ბოთლი და X- ფორმის ცვლადი ნაკადის მქონე საწოვარა იყიდება ცალკე.
უსაფრთხოება:
- არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
- ზრდასრულის გარეშე ბავშვისთვის მილის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო.
- კვების დაწყებამდე დარწმუნდით, რომ სამედიცინო ლეიკო საიმედოდ არის დაფიქსირებული კანზე, რათა უზრუნველყოთ კომფორტი და უსაფრთხოება.
- გაითვალისწინეთ, რომ ჩვილს შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე მცდელობა, რომ მარტივად შეძლოს საკვები მილით ჭამა.
- პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.