







Haakaa - სილიკონის საწმენდი ჯაგრისი - ნაცრისფერი - ნაკრები
COMING SOON
- Haakaa - სილიკონის საწმენდი ჯაგრისი სრულფასოვნად ასუფთავებს საბავშვო ჭურჭელსა და სხვა აქსესუარებს
- სხვადასხვა ზომის სილიკონის ჯაგრისი ეფექტურად ასუფთავებს ძნელად მისადგომ კუთხეებს
- მოსახერხებელი ფორმის დახმარებით მარტივია გამოყენება
- უზრუნველყოფს 360°-იან წმენდას
- საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - სილიკონის საწმენდი ჯაგრისის ნაკრები სპეციალურად შექმნილია საბავშვო ჭურჭლისა და სხვა აქსესუარების სრულყოფილი წმენდისთვის. ორმხრივი სილიკონის ჯაგრისის უნიკალური ფორმა უზრუნველყოფს 360°-იან წმენდას. დიდი და მცირე ზომის ჯაგრულას დახმარებით ეფექტურად ასუფთავებს, როგორც საწველს და რძის ბოთლს, ისე მცირე ზომის აქსესუარების ძნელად მისადგომ კუთხეებს. კომპლექტში დამატებით შედის 2 განსხვავებული ზომის მილისებრი ჯაგრისი, რბილი სილიკონის კიდეებით, რომლებიც იდეალურია ვიწრო ადგილების წმენდისთვის, როგორიცაა საწრუპები, ხსენის კოლექტორი, საწოვარა და სხვა.
შემადგენლობა:
- სილიკონის ჯაგრისი (ორმხრივი) - საკვები ხარისხის სილიკონი, უჟანგავი ფოლადი
- სილიკონის მილის ჯაგრისი (დიდი) - საკვები ხარისხის სილიკონი
- სილიკონის მილის ჯაგრისი (პატარა) - საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
რეკომენდებულია ჯაგრისების ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის, უჟანგავი ფოლადი განაცალკევეთ სილიკონისგან. სილიკონის ნაწილები მოათავსეთ ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. უჟანგავი ფოლადის კომპონენტების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, არ არის რეკომენდებული მათი მიკროტალღურ ღუმელში, სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში მოთავსება სტერილიზაციის მიზნით. შენახვამდე დარწმუნდით, რომ ჯაგრისის ყველა კომპონენტი მშრალია.
უსაფრთხოება:
- არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
- უჟანგავი ფოლადი არ მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში, სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში სტერილიზაციის მიზნით.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.