









Haakaa - ბოთლი სილიკონის კოვზით 120მლ N1
COMING SOON
- Haakaa - ბოთლი სილიკონის კოვზი ამარტივებს კვების პროცესს, როგორც დედისთვის ისე ბავშვისთვის
- ჰერმეტული თავსახურის დახმარებით სითხე არ იღვრება ბოთლიდან
- საკვების გასათბობად რეკომენდებულია ბოთლის ადუღებულ წყალში დაყოვნება
- გამოიყენება 4-6 თვიდან ბავშვებში
- ტესტირებულია FDA და ევროპული EN14350 რეგულაციების მიხედვით, 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC,
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa-ს უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული ბოთლი კოვზით სპეციალურად შექმნილია დედებისთვის, რომელთაც სურთ პატარების გამოკვება მარტივად და კომფორტულად, დამატებითი კონტეინერისა და კოვზის გარეშე. ჰერმეტული თავსახურის დახმარებით სითხე არ იღვრება ბოთლიდან, რაც კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდის მის გამოყენებას მგზავრობის დროს. ჯვარედინი ჭრილი უზრუნველყოფს ბოთლიდან, როგორც სითხის, ისე ფაფის მარტივად გამოდინებას. მცირე წნევით ზემოქმედებისას მშობელი მარტივად არეგულირებს სითხის ნაკადს.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. შესაძლებელია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
- მოათავსეთ რგოლი ბოთლზე, მეორე რგოლი მოათავსეთ სილიკონის კოვზზე და მჭიდროდ დაამაგრეთ ბოთლზე.
- შეავსეთ ბოთლი საკვებით, ისე რომ არ გასცდეს ზედა საზომ ნიშანს და მცირე წნევის დახმარებით გადმოადინეთ საკვები კოვზზე.
- კვების დასრულების შემდეგ მოათავსეთ დასალუქი დისკი ბოთლზე და დაახურეთ თავსახური, რათა თავი აარიდოთ საკვების გაჟონვას მგზავრობის დროს.
რჩევა: დისპენსერში საკვების გაჭედვის შემთხვევაში, ერთდროულად მოუჭირეთ ხელი ბოთლს და კოვზის ყელს (სარქველთან).
უსაფრთხოება:
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.
- ყოველთვის შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა გამოყენებამდე.
- შეავსეთ ბოთლი საკვებით ისე რომ არ გასცდეს ზედა საზომ ნიშანს.
- არ მოუჭიროთ ძლიერად და არ შეარხიოთ ბოთლი, რათა თავიდან აიცილოთ საკვების გამოჟონვა.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.