







Haakaa - Happii Bear რძის შესანახი ჩანთა 260მლ N2
COMING SOON
- Haakaa - Happii Bear რძის შესანახი ჩანთა - იდეალური გამოსავალია თქვენი რძის უსაფრთხოდ, საიმედოდ და კომფორტულად შესანახად
- მულტიფუნქციური ჩანთა მარტივად შეიძლება გარდაიქმნას პაუჩად
- ჰერმეტული თავსახურის დახმარებით სითხე არ იღვრება შესანახი ჩანთიდან
- მარტივად სუფთავდება და კომფორტულად ივსება ფართო ყელის დახმარებით
- 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკომეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Happii Bear რძის შესანახი ჩანთა - იდეალური გამოსავალია თქვენი რძის უსაფრთხოდ, საიმედოდ და კომფორტულად შესანახად. 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან დამზადებული ჩანთა უნარჩუნებს რძეს ყველა სასარგებლო თვისებას, ხანგრძლივად შენახვის დროსაც კი. ვარგისია მრავალჯერადი გამოყენებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მარტივადაა შესაძლებელი პაუჩად გადაკეთება. გარდა დედის რძისა, ჩანთის გამოყენება შესაძლებელია სხვა ნებისმიერი თხევადი პროდუქტის შესანახად.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პირველ გამოყენებამდე გააცალკევეთ ჩანთის ნაწილები ერთმანეთისგან, გარეცხეთ და გაასტერილეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია თბილ საპნიან წყალში ხელით, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. აუცილებელია ჩანთის ყველა ნაწილი გაირეცხოს გულმოდგინედ, რომ საკვების ნარჩენები სრულყოფილად მოშორდეს. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
- გასუფთავების შემდგომ გადაიტანეთ რძე ჩანთაში, არ გადაავსოთ, რადგან გაყინვის შემთხვევაში შესაძლოა რძის მოცულობა ბევრად გაიზარდოს.
- მოუჭირეთ ხელი ჩანთას, რომ ზედმეტი ჰაერი გამოვიდეს, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში ან საყინულეში.
- გამოყენებამდე გამოიღეთ რძე მაცივრიდან და მოათავსეთ თბილ წყალში. რძის გასათბობად მიკროტალღური ღუმელის გამოყენება არ არის რეკომენდებული!
უსაფრთხოება:
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
- არ გადაავსოთ
- არ მოუჭიროთ და შეანჯღრიოთ ძლიერად, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს შიგთავსის გაჟონვა.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.