







Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა - S N2
COMING SOON
- Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა იმეორებს დედის მკერდის ბუნებრივ ფორმას, ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში
- ნელი ნაკადი, გამოიყენება 0-3 თვემდე
- თავსებადია ყველა Gen.3 ბოთლთან
- ნაკრებში შედის 2 ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა
- 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს PVC, BPA და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა დამზადებულია 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან და სპეციალურად შექმნილია Gen. 3 ბოთლებისთვის. ანტიკოლიკური საწოვარა ანატომიური სიზუსტით იმეორებს დედის მკერდის ბუნებრივ ფორმას და ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. საწოვარას აქვს ნელი ნაკადი და განკუთვნილია 0-3 თვემდე ბავშვებისთვის.
შემადგენლობა:
სამედიცინო ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პირველ გამოყენებამდე, სტერილიზაციისთვის, პროდუქტი 5 წუთის განმავლობაში მოათავსეთ ადუღებულ წყალში. პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. დარწმუნდით, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ, საწოვარა სრულად გასუფთავებულია საკვები ნარჩენებისგან. რეკომენდებულია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. შემდგომი სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. შეინახეთ მშრალ დალუქულ კონტეინერში.
- გაზომეთ და ჩაასხით სასურველი რაოდენობის რძე ბოთლში
- საწოვარა მოათავსეთ რგოლში და დაამაგრეთ ბოთლს
უსაფრთხოება:
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი
- არ გამოიყენება როგორც მატყუარა
- რეკომენდებულია, ბოთლის საწოვარას გამოცვლა ყოველ სამ თვეში ერთხელ
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.