Haakaa - ხსენის კოლექტორი 1 x 20მლ + 4 x 4მლ ნაკრები N5

89.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - ხსენის კოლექტორი განკუთვნილია, როგორც ხსენის შესაგროვებლად და შესანახად, ასევე ბავშვის გამოსაკვებად
  • ჰერმეტულია, მოსახერხებელია თან სატარებლად, გამოიყენება მრავალჯერადად
  • შესაძლებელია, როგორც მაღალ, ასევე დაბალ ტემპერატურაზე სტერილიზაცია
  • 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - ხსენის კოლექტორი მსოფლიოში პირველი პროდუქტია, რომელიც საშუალებას აძლევს დედებს ორსულობისას და მშობიარობის შემდგომ პერიოდში მარტივად და უსაფრთხოდ შეაგროვონ და შეინახონ ხსენი.
ძირითად შემთხვევაში ხსენს აგროვებენ ერთჯერად შპრიცში, რომელიც უმეტესად დამზადებულია მავნე პლასტმასისგან. Haakaa გვთავაზობს 100%-ით სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან დამზადებულ სპეციალურ კოლექტორს, რომელიც არ გამოყოფს მავნე ტოქსინებს და უსაფრთხოდ ინახავს ხსენს მაცივარში ან საყინულეში და ვარგისია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. რბილი, ელასტიური და მოსახერხებელი ფორმის წყალობით კოლექტორი არ აღიზიანებს დვრილებს და კომფორტულ გამოცილებას ჰპირდება დედებს.
თითოეულ კოლექტორს მოყვება დასაკრავი სტიკერი, რომელზეც შესაძლებელია შეგროვების თარიღის მითითება, რაც ამარტივებს ხსენის შენახვის ვადის კონტროლს.

შემადგენლობა:

საკვები ხარისხის სილიკონი

გამოყენება და მოვლა:

სტერილური კოლექტორი მოთავსებულია ინდივიდუალურ შეფუთვაში, რომელზეც მითითებულია სტერილიზაციის თარიღი. თუ სტერილიზაციიდან 12 თვეა გასული, კოლექტორი გამოყენებამდე სასურველია ხელახლა გასტერილდეს. ასევე, ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაშიც აუცილებელია კოლექტორის სტერილიზაცია, რომელიც შესაძლებელია სტერილიზატორში ან ადუღებულ წყალში მოთავსებით 2-3 წუთის განმავლობაში. კოლექტორის გარეცხვა რეკომენდებულია ხელით ან რბილი ღრუბლით თბილ საპნიან წყალში.
შეგროვება:
გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ კოლექტორი სტერილურია. ნაზად მოუჭირეთ ხელი კოლექტორს, რომ წნევის დახმარებით ხსენის შეგროვება გამარტივდეს.
შენახვა:
ხსენის ინახება მაცივარში დალუქულ მდგომარეობაში, სასურველია მიაკრათ სტიკერი, რომელზეც მითითებული იქნება შენახვის თარიღი.
კვება:
კოლექტორის უნიკალური დიზაინით შექმნილი თავი საშუალებას გაძლევთ პირდაპირ პროდუქტიდან მიაწოდოთ ხსენი ახალშობილს. არ დაგავიწყდეთ ხსენის შეთბობა კოლექტორის თბილ წყალში მოთავსებით.

უსაფრთხოება:

  • არ გამოიყენოთ დაზიანებული ან არასტერილური პროდუქტი.
  • არ გადაავსოთ კოლექტორი, რადგან გაყინვის შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.