Singular Care - პლასტმასასგან თავისუფალი მომავლისთვის

Jun 14, 2024
Singular Care - For Plastic Free Future

გარემოს დაცვის მიმართულებით  სოციალურ აქტივობებს დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი: მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია,  მოქალაქეები მოხალისეობრივად ერთვებიან სხვადასხვა ინიციატივაში, ბიზნესები იღებენ კორპორაციულ პასუხისმგებლობებს - მცირედი თუ დიდი, საქმიანი თუ ფულადი ინვესტიციებით, წვილილი შეიტანონ ეკოლოგიური კრიზისის დაძლევაში.

ეკოლოგიური მდგომარეობის გართულებაზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და მისი მასშტაბები  საგრძნობლად იზრდება. ჩვენ ინდივიდუალურად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ყოველდღიურად მცირე ნაბიჯი მაინც გადავდგათ, რომ  ზიანი არ მივაყენოთ გარემოს.

მთავარია, ასეთი ნაბიჯებისთვის გვქონდეს შესაბამისი ინფორმაცია და არჩევანის საშუალება. ამას, კი დღესდღეისობით  სხვადასხვა ინდუსტრიაში დანერგილი  ინოვაციური გადაწყვეტილებები - ნამდვილად გვაძლევს.

სწორედ,  ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებას გვთავაზობს ამერიკული ბრენდი  პირის ღრუს მოვლის მიმართულებაში  - Singular Care  და  ეკოლოგიურ პრობლემებს  ინოვაციური პროდუქტებით ეხმიანება.

სანამ უშუალოდ Singular Care-ის პროდუქტებს გაგაცნობდეთ , დავიწყოთ იმით თუ: 

როგორ გახდა კბილის ჯაგრისი ეკოლოგიური კრიზისის ნაწილი?

წლების წინ, ამერიკაში, სანაპიროების დასუფთავების სოციალური აქტივობის დროს,  რომელიც  ამერიკული ორგანიზაციის -  Sustainable Coastlines Hawaii-ის დამფუძნებელმა - კაჰი პაკარომ დააორგანიზა, მოხალისეებს ძირითადად უწევდათ სხვადასხვა პლასტმასის ნივთის მოგროვება. აღმოჩნდა, რომ ნივთებს შორის განსაკუთრებით მრავლად იყო ყოველდღიური გამოყენების საგანი - კბილის ჯაგრისი, რაც იმ მომენტისთვის  აქტივისტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

დღესდღეისობით კი, მსგავსი აქტივობების დროს, ჩვეულებრივად მოვნელად არის აღქმული  ჯაგრისების მოგროვება.

ჩვენ ვაწყდებით ორ თვალსაჩინო ფაქტს:

  • National Geographic-ის ინფორმაციის მიხედვით, კბილის ჯაგრისების 99% შექმნილია პლასტმასის მატერიალისგან. ხოლო საშუალოდ ერთი ადამიანი, სიცოცხლის განმავლობაში, მოიხმარს 300-მდე ჯაგრისს.
  • თუ ყველა ადამიანი გაითვალისწინებს რეკომენდაციას და შეცვლის კბილის ჯაგრისს 3-4 თვეში ერთხელ, წლის განმავლობაში გადაიყრება დაახლოებით 23 მილიარდი პლასტმასის ჯაგრისი.

და რაც უფრო ბევრს ვიფიქრებთ აღნიშნულ თემაზე, მით უფრო დავრწმუნდებით, რომ საჭიროა ბევრად უფრო ეკო-მეგობრული გადაწყვეტილების მოძიება.

პლასტმასასგან თავისუფალი მომავალი?

 გასაოცარია, რომ კბილის ჯაგრისის დიზაინი წლების განმავლობაში არ შეცვლილა, მთავარი ფუნქციაც არ შეცვლილა, არა? ” - ამბობს შარლოტა ფიელი, დიზაინის ისტორიკოსი დიდი ბრიტანეთიდან

აღნიშნულმა კითხვამ და ეკოლოგიაზე ზრუნვის მოტივებმა,  Singular-ის დამფუძნებლები  დააფიქრა ცვლილების აუცილებლობაზე და მათ გადაწყვიტეს მოეძიებინათ რელევანტური გზა პრობლემის მოგვარებისთვის.

წარმოგიდგენთ Singular Care-ს

ბრენდი გთავაზობთ უვადო გამოყენების კბილის ჯაგრისს, რომლის ძირითადი აქცენტი გარემოზე ზრუნვაა. რა თქმა უნდა, შედეგიანი გამოყენების შესაძლებლობასთან ერთად.

ხარისხი

გარდა იმ თვისებებისა, რომლებსაც ქვემოთ გავეცნობით,  საჭიროა პროდუქტის განხილვა დავიწყოთ იმ კუთხით, თუ როგორ გამოვიყენებთ. ცალსახაა, რომ სამედიცინო ხარისხის მატერიალისგან დამზადებული ჯაგრულა იდეალურად ასრულებს დანიშნულებას და წმენდის მაღალ ხარისხს აჩვენებს, თუმცა ასევე ხაზგასასმელი ბენეფიტია, რომ აღნიშული მატერიალი არ იტოვებს მიკრობებს გამოყენების შემდეგ და მარტივად რეცხვადია. რაც ნიშნავს იმას, რომ დაბინძურებული ჯაგრისით პირის ღრუში მიკრობების მოხვედრის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

დიზაინი

Singular.care კბილის ჯაგრისი გამოირჩევა თანამედროვე და ელეგანტური დიზაინით, რომელიც შეესაბამება ნებისმიერი აბაზანის დეკორს. მისი უჟანგავი ფოლადის სახელური, 4 სხვადასხვა ფერში მოცემულ გამოცვლად თავაკებთან ერთად, განაპირობებს გამოყენების უვადო შესაძლებლობას. მათთვის, ვისთვისაც ვიზუალი და ესთეტიკა მნიშვნელოვანია, Singular ცალსახად საუკეთესო პროდუქტია.

გარემო

როგორც ბლოგის დასაწყისში ვთქვით პალსტმასის  კბილის ჯაგრისები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე, რადგან ხშირად ხდება მათი მოხვედრა ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში. ბრენდი პირდაპირ პროპორციულად ცდილობს აღნიშული პრობლემის მოგვარებას.

უვადო გამოყენების ტარი და გამოცვლადი თავაკების კომბინაცია იძლევა საშუალებას 80%-ით შემცირდეს გარემოს დაბინძურება  სხვა ჯაგრისებისგან განსხვავებით. მიზეზი  მარტივია -  ვცვლით მხოლოდ თავაკს და არ ვისვრით მთლიან ჯაგრისს.

სულ უნდა გვახსოვდეს, რომ მილიარდობით გამოყენებული ჯაგრისების ერთობლიობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბუნებას.

დასკვნა

შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ისეთი პრიმიტიული ქმედება, როგორიცაა ჯაგრისის გამოცვლა, წარმოადგენს ღირებულ ნაბიჯს უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობისკენ. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ სასარგებლო საქმის კეთებასთან ერთად ვიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქტის მოხმარების შესაძლებლობას.